სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: “ჩაუშხამეს ბიჭს ბედნიერი საღამო“ - სად იმყოფებოდა ლუკა, როდესაც მის სახლს ქურდავდნენ

    VIDEO: “ჩაუშხამეს ბიჭს ბედნიერი საღამო“ - სად იმყოფებოდა  ლუკა, როდესაც  მის სახლს ქურდავდნენ
    11 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლუკა მაისურაძის ახალი სახლი, რომელიც ხაშურში მდებარეობს, გუშინ გაქურდეს. . ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

    ცნობილია, რომ გუშინ ღამით, ლუკა მაისურაძის ოჯახი ხაშურში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და ძიუდოისტის მსოფლიოს ჩემპიონობას აღნიშნავდნენ. ამ რესტორანში მიწვეულები იყვნენ სხვადასხვა სპორტსმენები და მაისურაძის ახლობლები.

    „ჩაუშხამეს ბიჭს ბედნიერი საღამო“, „მართლა უნამუსოები. მსოფლიოს დაანახა საქართველო და ხაშური. ამნაირი კაცი უნდა დააფასო“, „სიტყვები არ მყოფნის, რა გიწოდოთ ვინც ეს გააკეთა!!!“ „ჩვენი ქალაქის სიამაყეა, ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ასეთ საქციელს როგორ ჩადიხართ?“,-წერენ ლუკას გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.