სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • „თუ ძაღლს ყბა ჩამოუვარდა...“ - ნიშნები იმისა, რომ ძაღლი ცოფიანია

    „თუ ძაღლს ყბა ჩამოუვარდა...“ - ნიშნები იმისა, რომ ძაღლი ცოფიანია
    11 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ ლაჭყეპიანი ავრცელებს

    მისი თქმით, ვირუსი შინაურ ცხოველს, ძაღლს დაუდასტურდა.

    „დაუდასტურდა, სამწუხაროდ, ცოფის ვირუსი ხონის ცუგას, რომელსაც ადგილზე, ხონშივე აკვირდებოდნენ და გუშინ დაიღუპა, აცერით თქვენი ცხოველები ცოფზე.

    პ.ს. მე მგონია, რომ კარგი იქნება თუ ვიდეოზარით დამირეკავთ, როდესაც ყბა ჩამოუვარდება ძაღლს, ყბაჩამოვარდნილი რამდენი ვივარაუდე, ყველა დადასტურდა,“ - წერს თემურ ლაჭყეპიანი Facebook-ზე.