სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვიცი და მჯერა, ანის ყვირილი, რომ გაგეგო მიეხმარებოდი“ - დიდ დიღომში გარდაცვლილი გოგონას დედის მიმართვა

    "ვიცი და მჯერა, ანის ყვირილი, რომ გაგეგო მიეხმარებოდი“ - დიდ დიღომში გარდაცვლილი გოგონას დედის მიმართვა
    11 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გუშინ ნინო ხუტაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა სადაც საზოგადოებას სთხოვს რომ 2 პიროვნების მოძებნაში დაეხმარონ. შეგახსენებთ რომ ის , დიდ დიღომში ტრაგიკულად გარდაცვლილი 12 წლის გოგოს დედაა.

    "მოგმართავთ საქართველოს მოსახლეობას თხოვნით, გააზიაროთ ეს პოსტი. ვეძებთ 65 დღე ორ პიროვნებას, რომლებმაც გაიარეს ის ტერიტორია დროის იმ მონაკვეთში, როდესაც უკვე ანი იძულებით შეყვანილია მკვლელობის ადგილზე. არის ალბათობა, რომ მათმა ჩვენებებმა ნათელი მოჰფინოს ამ საზარელ მკვლელობას. სახელი და გვარი არ ვიცით. გთხოვთ, დააკვირდეთ და პირად შეტყობინებაში მომწეროთ", - წერდა ნატო ხუტაშვილი.

    დღეს კი დაწერა, რომ ერთ-ერთი პიროვნება შეეხმიანა

    „მეგობრებო, მომწერა მეორე პიროვნებამ, რომელსაც ვეძებდი. მადლობა, მეგობარო, გულწრფელად რომ მომწერე, ამ სურათში მე ვარო. ვიცი და მჯერა, რომ გაგეგო ანის ყვირილი, მიეხმარებოდი. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, ვინც მეხმარებით, თუნდაც მცირედით. არ იცოდა ადამიანმა, რომ ეძებდნენ და თავად მომწერა, რომ ამოიცნო საკუთარი თავი" - წერს ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.