საქართველოში დღეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეს, თბილისის დროით 17:54 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან მოხდა 3.7 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.
აღსანიშნავია, რომ ამ წელს მიწისძვრები საკმაოდ გახშირდა.