სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსულ ქალაქში თავდასხმა მოხდა - რა ვითარებაა ბელგოროდის ოლქში

    რუსულ ქალაქში თავდასხმა მოხდა - რა ვითარებაა ბელგოროდის ოლქში
    12 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს, 22 მა­ისს, შუ­ა­დღი­დან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­იჭრ­ნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად, რუ­სე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, რომ "ეს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის "პიარ სვლა“ იყო, რომ­ლის მი­ზა­ნიც ბახ­მუ­ტის და­კარ­გვის გა­და­ფარ­ვაა".

    თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, რო­დე­საც "ბრძენ­მა მთავ­რო­ბამ" და პრო­პა­გან­დის­ტებ­მა მი­მო­ი­ხე­დეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ "პა­ტა­რა ჯგუ­ფებს" მხო­ლოდ სა­ზღვა­რი კი არ გა­ურ­ღვე­ვი­ათ, არა­მედ რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს გას­ცდნენ და ახლა ქა­ლაქ გრა­ი­ვო­რონს მი­ად­გნენ. ბრძო­ლე­ბი ამ წუთ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

    ვინ შე­იჭ­რა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე?
    "რუს მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სის“ და "თა­ვი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის“ ლე­გი­ო­ნის წევ­რე­ბი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­დან შე­იჭრ­ნენ ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მათ გა­მო­ი­ყე­ნეს რამ­დე­ნი­მე ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი, ორი ტან­კი და ერთი BTR.

    პირ­ვე­ლი შე­ტა­კე­ბა უშუ­ა­ლოდ გამ­შვებ პუნ­ქტზე მოხ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნა­დაც, გამ­შვე­ბი პუნ­ქტი გა­მაგ­რე­ბულ წერ­ტი­ლად არ არის გა­და­კე­თე­ბუ­ლი, მისი გარ­ღვე­ვა რთულ საქ­მეს არ წარ­მო­ად­გენ­და.

    შემ­დეგ ბრძო­ლებ­მა ად­გი­ლობ­რივ სოფ­ლებ­ში, კო­ზინ­კა­ში, გლო­ტო­ვო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა და ახლა და­ახ­ლო­ე­ბით ქა­ლაქ გრა­ი­ვორნ­თან იბ­რძვი­ან.

    "ჩვენ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ კო­ზინ­კი, ეს მხო­ლოდ ჩვე­ნი მო­წი­ნა­ვე საბ­რძო­ლო ჯგუ­ფე­ბია, რუ­სე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა!“ - ავ­რცე­ლებ­დნენ მი­მარ­თვას "რმკ-ს“(რუ­სე­თის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სი) წევ­რე­ბი.

    ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში რუ­სულ­მა ძა­ლოს­ნებ­მა "გა­და­ჭე­რი­სა“ და "ედელ­ვე­ი­სის“ გეგ­მა გა­მო­ა­ცხა­დეს. ეს ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ცი­ის ყვე­ლა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხეს. ასე­ვე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ჯავ­შან­ტექ­ნი­კა, ჰა­ერ­ში კი დაფ­რი­ნა­ვენ მი-28, მი-8 და კა-52.

    2 მარტს "რმკ“-ს (რუ­სე­თის მო­ხა­ლი­სე­თა კორ­პუ­სი) მებ­რძო­ლე­ბი ბრი­ანსკის ოლ­ქშიც შე­იჭრ­ნენ. პა­ტარ-პა­ტარ სრო­ლე­ბი­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო პა­ნი­კის და­თეს­ვის, ასე­ვე ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბის შემ­დეგ მათ ოლქი და­ტო­ვეს.

    რას ამ­ბობს უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე?
    უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ან­დრეი იუსო­ვი აცხა­დებს, რომ "თა­ვი­სუ­უფ­ლე­ბა რუ­სე­თის“ ლე­გი­ო­ნი და "რმკ“ ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში "უსაფრ­თხო სივ­რცის“ შექ­მნის­თვის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ატა­რე­ბენ. სივ­რცე უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად იქ­მნე­ბა.

    მისი თქმით, ოპე­რა­ცი­ას უშუ­ა­ლოდ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ატა­რე­ბენ: "თა­ვი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის“ და "რმკ-ს“ წევ­რე­ბი ბელ­გო­რო­დის ოლქს ე.წ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის­გან ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ. ისი­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის ხაზს შექ­მნი­ან, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­იც­ვან", - ამ­ბობს იუსო­ვი.

    რას ამ­ბობს რუ­სუ­ლი მხა­რე?
    ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის სპი­კე­რი დი­მიტ­რი პეს­კო­ვი აცხა­დებს, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ პუ­ტინს აც­ნო­ბეს. მან ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა ამ "ხუ­ლიგ­ნუ­რი“ შე­ტე­ვით ბახ­მუ­ტის და­კარ­გვი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნას ცდი­ლობს.

    "თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, "ფსბ"-მ და სა­სა­ზღვრო სამ­სა­ხუ­რებ­მა პრე­ზი­დენტს სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს.

    ჩვენ კარ­გად გვეს­მის, რომ ასე­თი დი­ვერ­სი­ე­ბის მი­ზა­ნი ბახ­მუ­ტის და­კარ­გვის პო­ლი­ტი­კუ­რი ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის მცდე­ლო­ბაა“ - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

    ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის დი­ვერ­სი­ის შე­დე­გად რუ­სე­თის 8 მო­ლა­ლა­ქე და­იჭ­რა მოჰ­ყვა. Shot-ის ინ­ფორმ­ცი­ით, ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია 39 უკ­რა­ი­ნე­ლი ბო­ე­ვი­კი, რამ­დე­ნი­მე კი ტყვე­დაა აყ­ვა­ნი­ლი