სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    შესაძლოა, უარი თქვათ თქვენს იდეებზე და შეცვალოთ გეგმები, დღეს, დადგებით ფაქტის წინაშე, დაინახავთ შეცდომებს არჩეული გზის აბსურდულობაზე და ყველაფერს სხვა თვალით შეხედავთ. ახლა თქვენს საღ გადაწყვეტილებას ყველაფრის საუკეთესოდ შეცვლა შეუძლია.

    კურო

    სიტუაცია გამოაჩენს ახლებურ შანსებს მოქმედებისთვის. საქმე, რომელიც ვერ ეწყობოდა - ნელ-ნელა წინ წავა, თქვენ კი უფრო მეტად გაიხსნებით და, დიდი ალბათობით, სწორ ნაბიჯებს გადადგამთ.

    ტყუპები

    ირგვლივ რთული გარემოა და თითქოს თქვენც უიმედობამ შეგიპყროთ. შესაძლოა, ეს შფოთი და დარდი გამოიწვიოს ვიღაცის ღალატმა, ან რაღაც სიტუაციის გამო უნდობლობამ, შიშმა და დაძაბულობამ. ფრთხილად იყავით თქვენივე სიტყვებთან.

    კირჩხიბი

    სიახლეები ახალი ენერგიითა და თავდაჯერებულობით აგავსებთ და ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის. შესაძლოა, არასასიამოვნო ადამიანებთან კონფლიქტური სიტუაციები გამძაფრდეს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას და მიჰყევით არჩეულ გზას.

    ლომი

    აქტიური დღეა, მიჰყევით თქვენს მიზნებს, მაგრამ დაიცავით სიფრთხილე და წინდახედულობა. საკმაოდ პერსპექტიული წინადადებაც შეიძლება შემოგთავაზონ, მთავარია, მეტი სიმშვიდე და დისციპლინა გამოიჩინოთ.

    ქალწული

    ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გინდათ და ამან შესაძლოა, თქვენზე საკმაოდ უარყოფითად იმოქმედოს. შესაძლოა, ჩაგაფიქროთ კიდეც საკუთარმა ქმედებებმა, რას აკეთებთ სწორად, რას - არასწორად. მშვიდად იმოქმედეთ, ყველაფერი მალე დალაგდება.

    სასწორი

    შესაძლოა, თავი დაღლილად და გამოფიტულად იგრძნოთ, შინაგანად დაძაბული ხართ, თავდაჯერებულობაც კლებულობს, შეეცადეთ, მშვიდად მიიღოთ ნებისმიერი სირთულე, რადგან ყველაფერი დროებითია, ყველაფერი გაივლის.

    მორიელი

    შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ყველაფერი მოგბეზრდათ, დაგღალათ მიმდინარე პროცესებმა და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მართლაც რომ საუკეთესო დროა ცვლილებებისთვის.

    მშვილდოსანი

    ნუ დაელოდებით სასწაულებს და სხვების დახმარებას, იმოქმედეთ საკუთარი ძალებით. გამოიყენეთ თქვენი უნარები და აუცილებლად მიაღწევთ საწადელს.

    თხის რქა

    სიტუაციები და გარემოებები იმგვარად შეიცვლება, რომ მიხვდებით - ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ ეს გამოგიყვანთ კომფორტის ზონიდან და შესაძლოა, შიშმა შეგიპყროთ. სჯობს, მიჰყვეთ ვითარებას და არაფერი გაართულოთ. მიიღეთ ყველაფერი ისე, როგორც არის!

    მერწყული

    ახალი ნაცნობობა, შეხვედრები, წარმატებების შანსები სამსახურში და შესაძლოა, ჯილდოც კი მიიღოთ ან დაგაწინაურონ კიდეც. თავს მეტად კმაყოფილად და იღბლიანად იგრძნობთ.

    თევზები

    ძალიან გაგახარებთ დიდი ხნის უნახავ, თითქმის დავიწყებულ ადამიანთან შეხვედრა. შესაძლოა, მიიღოთ მიწვევა საინტერესო საქმესთან დაკავშირებით.