სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ფოტოსინთეზის გზით მიღებული საწვავი - რევოლუცია საავტომობილო ინდუსტრიაში

    ფოტოსინთეზის გზით მიღებული საწვავი - რევოლუცია საავტომობილო ინდუსტრიაში
    11 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბუნების რესურსების გამოყენება ისე, რომ გარემო არ დაზიანდეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და პრივილიგირებული საკითხი ხდება.

    ეკოლოგიურად სუფთა საწვავი მანქანებისთვის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. ის ჯერ კიდევ ლაბორატორიული ტესტირების ეტაპზეა, თუმცა, როგორც თავად მეცნიერები ამბობენ, ბიოსაწვავის წარმოებისთვის „ხელოვნური ფოთლების“ გამოყენება შესაძლოა გარდამტეხი იყოს წიაღისეული ენერგიის წყაროების მიტოვების პროცესში.

    უნდა ითქვას, რომ საწვავის შესაქმნელად ხელოვნური ფოტოსინთეზის იდეა ახალი აღარ არის. პრინციპია მზის ენერგიის გამოყენება ქიმიური რეაქციების განსახორციელებლად, რის შედეგადაც წარმოიქმნება გარკვეული ქიმიკატები. თუმცა ბოლო მომენტამდე „ხელოვნურ ფოთლებს“ მხოლოდ მარტივი ქიმიკატების გამომუშავება შეეძლოთ, რომლებიც წყალბადისა და ნახშირორჟანგის ნარევს წარმოადგენს. ეს ნივთიერებები გამოიყენება როგორც ინგრედიენტები საწვავის წარმოებაში, ისევე როგორც სხვა პროდუქტები, როგორიცაა სასუქები, ფარმაცევტული საშუალებები და ზოგიერთი სახის პლასტმასა.


    ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობების გასაფართოებლად ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიყენეს ახალი კატალიზატორი, რომელიც დაფუძნებულია სპილენძსა და პალადიუმზე. ამის წყალობით, ხელოვნურმა ფოთოლმა შეძლო მზა საწვავის სინთეზირება, როგორიცაა პოლიკარბონის სპირტები - ეთანოლი და n-პროპანოლი, როგორც მკვლევრები იუწყებიან ჟურნალ Nature Energy-ში. ეს არის პრაქტიკული საწვავი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავებისთვის.