სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უმძიმესი დანაშაული - დააკავეს ქალი, რომელმაც შეყვარებულთან ერთად, საკუთარი შვილი გააუპატიურა

    უმძიმესი დანაშაული - დააკავეს ქალი, რომელმაც შეყვარებულთან ერთად, საკუთარი შვილი გააუპატიურა
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სექსუალური ძალადობის ფაქტები დღითიდღე იმატებს რიგ ქვეყნებში და ხშირად არაფერი კეთდება ამ მძიმე დანაშაულის აღმსაფხვრელად.

    მოსკოვის რეგიონში დააკავეს დედა, რომელმაც ცხრა წლის შვილს პორნო გადაუღო. როგორც SHOT წყაროზე დაყრდნობით იუწყება, საზარელ დანაშაულში დედასთან ერთად მისი მეგობარი კაციც მონაწილეობდა.

    ტელეგრამის არხის ცნობით, პოლიციამ ინტერნეტში პატარა ბიჭის ვიდეო იპოვა. დამნაშავეთა იდენტიფიცირება მალევე მოხერხდა.

    გამოძიებით დადგინდა, 40 წლის ქალი, მეგობარ კაცთან ერთად, რომელიც მისი კოლეგაა, შვილს აიძულებდა საშინელ სცენებში მონაწილეობას. დედა და თანამზრახველი კაცი დაკავებულია. ამოღებულია სამი ვიდეოდისკი.

    აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქალსა და მის ახალგაზრდა შეყვარებულზე, ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე.