სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა! გილოცავთ აფხაზეთობას!”-მამუკა მდინარაძე

    “აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა! გილოცავთ აფხაზეთობას!”-მამუკა მდინარაძე
    11 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აფხაზეთობას გვილოცავს და კიდევ ერთხელ აღნიანავს რომ “ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი” საქართველოა”.

    „საქართველოს მკაფიო და პრინციპული გზავნილია ყველას და, პირველ რიგში, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების მიმართ, რომ ქვეყნის გაერთიანების ერთადერთი გზა მშვიდობაზე, შერიგებასა და განვითარებაზე გადის. ეს თავის მხრივ ეწინააღმდეგება გლობალური თუ რეგიონული ომის პარტიის პრაქტიკულად გაცხადებულ მიზანს საქართველოს ომში ჩართვის შესახებ. სწორედ ამიტომ ტესტავენ ისინი აზრს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე საქართველოს პერსპექტივების შესახებ. თანაც, ბოლო დროის ყველაზე სპეკულაციური მესიჯით, - რომ თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობით დაბრუნების მიზანი „რუსული ნარატივია“. ეს არის ქართული მიზანი და ეროვნული საქმე! ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა! გილოცავთ აფხაზეთობას!“, - აცხადებს მდინარაძე.