სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მექსიკიდან გადმოდიან...ჩვილი ბავშვებით, ფეხმძიმე ცოლებით" - რას ამბობს აშშ-ში გადასახლებული მამუკა ლომაშვილი

    "მექსიკიდან გადმოდიან...ჩვილი ბავშვებით, ფეხმძიმე ცოლებით" - რას ამბობს აშშ-ში გადასახლებული მამუკა ლომაშვილი
    11 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, შო­უ­მე­ნი, სა­ბავ­შვო თე­ატრ "მა­ჩა­ბე­ლას" ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­მუ­კა ლო­მაშ­ვი­ლი ერთ-ერთი მათ­გა­ნია, ვინც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში პერ­სპექ­ტი­ვა ვე­ღარ და­ი­ნა­ხა და უკვე წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. აპი­რებს თუ არა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, რას ფიქ­რობს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე და რო­გორ ხე­დავს ემიგ­რა­ცი­ა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის ყო­ფას, ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

    - ხე­ლო­ვან­მა ხალ­ხმა ძა­ლი­ან რთუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნეთ პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი. და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გამო კონ­ცერ­ტე­ბი და სპექ­ტაკ­ლე­ბი აღარ იმარ­თე­ბო­და, ჩვენ კი ხელ­ფა­სე­ბი არა გვაქვს, ჰო­ნო­რარ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, და ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და. ვერც სხვა საქ­მე­ში და­ვი­ნა­ხე გა­მო­სა­ვა­ლი და გა­დავ­წყვი­ტე, გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ამე­რი­კა­ში წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. არ ვი­ცო­დი, რა დამ­ხვდე­ბო­და, მაგ­რამ გავ­რის­კე. რე­ა­ლის­ტი ვარ, ოც­ნე­ბა­ში ოქ­როს კოშ­კე­ბის აგე­ბა არ მჩვე­ვია. ასე ვფიქ­რობ­დი ამე­რი­კა­ში წას­ვლა­ზეც, ვი­ცო­დი, რომ ზარ-ზე­ი­მით არა­ვინ დამ­ხვდე­ბო­და.

    - ახლა რას აკე­თებთ ამე­რი­კა­ში?

    - ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი მაქვს. მალე გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ და პირ­ვე­ლად თქვენ გე­ტყვით. ვფიქ­რობ, დიდ წარ­მა­ტე­ბას მო­მი­ტანს.