სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომაზე, საქართველო უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც - ირაკლი ღარიბაშვილი

    თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომაზე, საქართველო უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც -  ირაკლი ღარიბაშვილი
    11 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თუ ჩვენ განვსჯით ქვეყნის მუშაობას და მის დამსახურებას, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, საქართველო ორივეს უსწრებს ორჯერ და სამჯერ, - ამის შესახებ კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

    „თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომაზე, საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია - გეოგრაფიის, მიმდინარე ოკუპაციის გამო. კიდევ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში - ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა, სამოქალაქო და შემდეგ 2008 წლის ომი რუსეთთან. პატარა ერი 4-მილიონიანი მოსახლეობით პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან. ჩემი ამოცანა და ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და ჩემი ხალხის დაცვა“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.