სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“

    კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“
    11 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავის ერთგულ მომხმარებელს ახალ კამპანიას სთავაზობს ონლაინ შოპინგის მიმართულებით.

    30 მაისის ჩათვლით Wolt-ის აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია გამოიძახოს ქართული პროდუქცია 40%-მდე ფასდაკლებით, ასევე ორი ნებისმიერი ბადაგონის ქართული ღვინის შეძენისას მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს ღვინის ჭიქას.

    26, 27 და 28 მაისს Wolt-იდან კარფურის გამოძახებისას მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს პრომო კოდი: CARREFOUR26MAY და მიიღოს 10 ლარი Wolt-ის ანგარიშზე,

    ამის გარდა 26, 27 და 28 მაისს Wolt-იდან კარფურის გამოძახებისას მინიმუმ 50 ლარიან შეკვეთაზე საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებელი დაიბრუნებს Wolt-ის ანგარიშზე 20 ლარს.

    „კარფური“მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.