სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 26 მაისის პროგრამა- სად გაიმართება ღონისძიებები

    26 მაისის პროგრამა- სად გაიმართება ღონისძიებები
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გზავნილით – „თავისუფლების სიყვარულით“ – საქართველო დამოუკიდებლობის დღეს 26 მაის აღნიშნავს. ეს დღე ყველა ქართველისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან ფაქტობრივად ამ დღეს ჩაეყარა საქართველოს დემოკრატიას საფუძველი.

    26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში, ყველაზე მრავალფეროვანი პროგრამა კი დედაქალაქის მცხოვრებლებს და სტუმრებს დახვდებათ.

    საქართველოს მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოქალაქეებს თბილისში ელით.

    26 მაისის ღონისძიება 11:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით დაიწყება.

    წელს ფიცი დაიდება მთელს საქართველოში ერთდროულად – თბილისსა და 10 რეგიონში.

    26 მაისის ერთ-ერთი მთავარი დეტალი იქნება საქართველოს ჰიმნი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს – 17:10 საათზე გაჟღერდება.

    თავისუფლების მოედანზე 300 ბავშვი ჰიმნს უმღერებს თავისუფლებას.

    დღის განმავლობაში, მოეწყობა ღვინის სივრცე:

    10:00 საათიდან 19:00 საათამდე მოეწყობა მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

    13:00-დან 16:00 საათამდე წარმოდგენილი იქნება პროგრამა ღვინო და ჯაზი, რომელსაც მუსიკალურად რეზო კიკნაძის კვინტეტი გააფორმებს.

    ასევე მოეწყობა სომელიეს მასტერკლასი და სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია.

    12:00-დან 19:00 საათამდე დედაქალაქში წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე, სადაც პატარებისთვის მოეწყობა საბავშვო ტკბილეულისა და გასართობი სივრცეები, საბავშვო მუსიკის კუთხე, ცეკვის თამაშები და გასაფერადებლები.

    მოქალაქეებს დახვდებათ კვების ზონა და სპორტული სივრცე, კეიტ პარკი და კონკურსები, მოეწყობა სკეიტერების საჩვენებელი შოუ.

    დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოეწყობა მუსიკალურ-თეატრალური სივრცე, ასევე კაფე „რადიო“ – რუსთაველის გამზირიდან განხორციელდება პირდაპირი მაუწყებლობა სხვადასხვა გადაცემითა და მოწვეული სტუმრებით.

    20:00 საათზე კი რესპუბლიკის მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართება.

    ვრცლად დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ:

    https://www.gov.ge/news/358552?page&year&fbclid=IwAR0epUEhcu9QeVU1a_YYXsgeQT3dvankvdTLRnSybvwXGhaBWY2j-1-J-vI