სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “მე მას მესინჯერში დღემდე ამაზე ვწერ” - მაკა შალიკაშვილი ზუზუ ბეჟაშვილზე

    “მე მას მესინჯერში დღემდე ამაზე ვწერ” - მაკა შალიკაშვილი ზუზუ ბეჟაშვილზე
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობი, ზუზუ ბეჟაშვილი, რომელმაც მაყურებელს თავი სერიალ “ ჩცდ “-დან დაამახსობრა , და მაკა შალიკაშვილი მეგობრები იყვნენ. სამწუხაროდ ზუზუ ახალგაზრდა გარდაიცვალა.

    მაკა შალიკაშვილი რუსთავი2-ის გადაცემაში, გარდაცვლილ მეგობარს, ზუზუ ბეჟაშვილს იხსენებს.

    „სულ ვზრუნავდით ერთმანეთზე და სულ გვინდოდა ერთად ვყოფილიყავით. ზუზუ დღემდე, სანამ მე ცოცხალი ვიქნები, იქნება ჩემთან ერთად. მე ძალიან ხშირად ვწერ მას მესინჯერში რაღაცებს, როცა ძალიან მიჭირს. ბოლოს მას ტერენტი გრანელის ერთი ლექსი დავუწერე“,- ამბობს მაკა შალიკაშვილი.