სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სახლის შესაძენად 29 000 ლარამდე გამოიყოფა - რას პროექტს გეგმავს სახელმწიფო?

    სახლის შესაძენად 29 000 ლარამდე გამოიყოფა - რას პროექტს გეგმავს სახელმწიფო?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დევნილთა სააგენტოში სახლის შეძენის მხარდამჭერი პროექტი ხორციელდება.

    "პროექტის "სოფლად სახლის" ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.

    პროექტის ფარგლებში, კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 3,5 ქულა.

    თანხის ოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება:

    ოჯახი, რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან - 17 000 ლარი;

    ოჯახი, რომელიც შედგება 3 წევრისგან - 21 000 ლარი;

    ოჯახი, რომელიც შედგება 4 წევრისგან - 23 000 ლარი;

    ოჯახი, რომელიც შედგება 5 წევრისგან - 26 000 ლარი, ხოლო ოჯახის ყოველ შემდეგ წევრზე 26 000 ლარს 3 000 ლარი დაემატება.

    შესაძლებელია, რომ საცხოვრებელი ფართის შესყიდვა განხორციელდეს დევნილისა და სამინისტროს თანადაფინანსებით.

    საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის 3-თვიანი ვადა ეძლევათ.

    დევნილი ოჯახის მიერ შერჩეულ საცხოვრებელს უნდა ჩაუტარდეს აუდიტორული შეფასება საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით.

    საჭიროების შემთხვევაში კი შესაძლოა ჩატარდეს შესაბამისი ექსპერტიზა საცხოვრებელი ფართის მდგრადობის, უსაფრთხოების, ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.

    "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

    წყარო: "პრაიმ ტაიმი".