ადვოკატი ზურაბ ნიპარიშვილი სოციალურ ქსელში წერს ისტორიას, რომელიც იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ წასულ ქართველებს უკავშირდება.
"ფეხბურთის და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი.
მეგობრებმა ტური დავგეგმეთ, ავიაბილეთები ვიყიდეთ თბილისი-ბათუმის მარშრუტკის ბილეთის ფასად, დავჯავშნეთ სასტუმროები/აპარტამენტები რომში, ფლორენციაში, მილანში და ყველაფერი რომ მოგვარებული გვეგონა, 2 დღით ადრე რომის აპარტამენტების პატრონი დაგვეკარგა, აღარ გამოდის კონტაქტზე აღარ გვპასუხობს.
შევფიქრიანდით, გაუქმება არ გვინდოდა (რომის სულ ცენტრში იყო) მაგრამ მოგვიწია მაინც და ბუქინგზე რომ გავაუქმე მერე მოგვწერა Watsapp-ში, ვნახეო რომ ქართველები იყავითო (ვითომ „ფეისბუქზეც“ შემათვალიერა? ) და ხვიჩა კვარაცხელიამ იმხელა ტკივილი მომაყენაო, ჩემს ბინაში ქართველების შეშვება არ შემიძლიაო.
ახლა ვფიქრობ, ფლორენციაში ალბათ არ უნდა გვეშინოდეს იგივესი, მაგრამ მილანში ალბათ პარკში ან სადგურზე ძილი მოგვიწევს, იქ უფრო გამწარებული იქნება ხალხი.
ხვიჩა კვარაცხელია სანამ იტალიაში ითამაშებ, შენ ოღონდ ყოველ წელს ასე გაამწარე სხვა გუნდები და მე თუ გინდა მერე კომოს ან ლაგომაჯორეს ტბის პირას კარავშიც კი დავიძინებ“, - წერს ზურაბ ნიპარიშვილი.