სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რას ამბობს გოგო, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად ლიფტის შახტში ჩავარდა

    რას ამბობს გოგო, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად ლიფტის შახტში ჩავარდა
    2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გლდანში ოჯახი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. გოგონა ქმარ-შვილთან ერთად ლიფტის შახტში ჩავარდა. საბედნიეროდ მათ არანაირი დაზიანება არ მიუღიათ.

    თამო "პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

    "მალევე მოვიდნენ გამგეობიდან. პოლიციაც იყო. როგორც ამიხსნეს, მეცხრე სართულიდან ლიფტის მოწყვეტა არ იყო, პირველ სართულზე მუხრუჭმა ვერ დაიჭირა და ლიფტი შახტში ჩავარდა. ძალიან ცუდი შეგრძნება იყო, რის გამოც ჩავვარდი პანიკაში. მათ მოახდინეს რეაგირება და ლიფტის ექსპერტიზის შემდეგ დაუყოვნებლივ მიიღებენ ზომებს“,- ამბობს თამო "პრაიმტაიმთან“.