სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ასპინძის ერთ-ერთ სოფელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა

    ასპინძის ერთ-ერთ სოფელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბრუცელოზი ზოონოზური დაავადებაა. ინფექციის წყაროა როგორც წვრილი, ასევე მსხვილფეხა რქოსანი საქონელი. ინფექცია ცხოველიდან ადამიანზე შეიძლება გადავიდეს ალიმენტური, კონტაქტური და ასპირაციული გზით.

    ასპინძის სოფელ საყუდაბელში ბრუცელოზი 12 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც რეგიონული მედია "სამხრეთის კარიბჭე" წერს, მათი ნაწილი ამ დრომდე კლინიკაშია, ნაწილი კი სახლში აგრძელებს მკურნალობს.

    მოსახლეობამ დახმარების თხოვნით, ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მიმართა. როგორც მისი ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი ამბობს, გამოკვლევა 80–ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ბრუცელოზი 12–ს დაუდასტურდა.

    ცნობისთვის, ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა.