სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ნაყინი, რომელიც გაციებასა და გრიპს კურნავს - ამერიკული კომპანიის ნამუშევარი

    ნაყინი, რომელიც გაციებასა და გრიპს კურნავს - ამერიკული კომპანიის ნამუშევარი
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უცხოური მედიის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკულმა კომპანიამ - Jeni’s Splendid Ice Creams შექმნა ნაყინი, რომელიც გრიპსა და გაციებას მკურნალობს.

    კომპანიამ სამკურნალო ტკბილეული ფართო გაყიდვაში უკვე ჩაუშვა. შემქმნელების თქმით, ნაყინი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ორგანიზმს ინფექციასთან საბრძოლველად ეხმარება. ეს კომპონენტებია: თაფლი, ძირა, ფორთოხლისა და ლიმონის წვენი და პექტინი. არის ასევე ბურბონის, ტკბილეულისა და წიწაკის ვარიაცია.