სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბევრი მწერს, რომ ჩემთან ერთად სიამოვნებით დალევდა ყავას. გაგიმხელთ გეგმას..." - რატომ ჩავიდა ტიკტოკერი მარიკო საბერძნეთში

    "ბევრი მწერს, რომ ჩემთან ერთად სიამოვნებით დალევდა ყავას. გაგიმხელთ გეგმას..." - რატომ ჩავიდა ტიკტოკერი მარიკო საბერძნეთში
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტიკტოკერი, მარიამ სადღობელაშვილი იუბილარია. მარიკო 29 წლის გახდა. ის ახლა დედასთან იმყოფება საბერძნეთში. ტიკტოკერი გოგონა რამდენიმე დღის წინ ჩავიდა დედასთან და ძმასთან.

    "მიხარია, რომ დავიბადე! მიყვარს ჩემი დაბადების დღე, 25 მაისი" - ამბობს "პრაიმტაიმთან" მარიკო.

    ამხელს გეგმას - სურს ფერადი კაფეს გახსნა. ფერადი გოგოს კაფეც ფერადი იქნება და ფერადი აურით უმასპინძლებს სტუმრებს.

    "რთულია ის, რომ ჩემი ოჯახისგან შორს ვარ. დედა და ძმა საბერძნეთში არიან, მამა პოლონეთშია. ადრე ჩემთვის მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი იყო. მერე წავიდნენ... და ახლა ვფიქრობ, მე რომ მარტო არ დავრჩენილიყავი, ასეთი დამოუკიდებელი და პიროვნულად ჩამოყალიბებული ვერ ვიქნებოდი. მარტოობაში უფრო შემდგარი პიროვნება ხდები. დღეს მე მარტო ცხოვრება არ მიჭირს. თავდაჯერებული ვარ. ზაფხულობით, როდესაც დრო მაქვს, ზესტაფონში ვარ ხოლმე.

    ვგიჟდები ისე მიყვარს სიცოცხლე. თუ ფეხი არ მტკივა, მზიან ამინდში ვსეირნობ, ვუსმენ მუსიკას და ვბედნიერდები. სტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას არ ვიკეტები. გარედან უდარდელი და უპრობლემო შეიძლება ვეგონო ვინმეს. მე ვცდილობ, ჩემი თავი მალე გამოვიყვანო ცუდი მდგომარეობიდან და ვცდილობ, კარგად ვიყო.

    ვინაიდან, ტიკ-ტოკის სივრცეში ვაქტიურობ და ადამიანები იქიდან მიცნობენ, მაქვს ჩემი პერფომანსი, რომელსაც ბავშვთა გასართობ ცენტრში, ბავშვების დაბადების დღეზე, სურვილისამებრ, ითხოვენ. "ტიკ-ტოკ პროგრამა მარიკოსთან ერთად" მოიცავს ჩემს ცეკვებს, თამაშებს, ანუ მთლიანად ტიკ-ტოკის კონტენტის ნომრები მაქვს.

    ბევრი მწერს, რომ ჩემთან ერთად სიამოვნებით დალევდა ყავას. გაგიმხელთ ჩემს გეგმას. არც თუ ძალზე შორეულ მომავალში, პატარა კაფეს გახსნა მსურს. მინდა ვიყო დამოუკიდებელი და საკუთარი თავის რჩენა დამოუკიდებლად შევძლო. თავდაჯერებულობა მატულობს, როდესაც საკუთარი საქმე გაქვს და საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ხდები. მოკლედ, ჩემი მომზადებული ყავით ჩემს ფერად კაფეში დავხვდები ყველას, ვისაც მოსვლის სურვილი ექნება. ენერგიული ვარ, არ ვიღლები, ადამიანებთან მექნება კომუნიკაცია. მგონია, რომ გამომივა."
    - ამბობს მარიკო სადღობელაშვილი.

    წყარო: primetime.ge