სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დედის თვალწინ მოხდა... როგორ უნდა გამოვიდეს ქალი ამ შოკიდან..." - თელავში, ავარიისას დაშავებული 8 წლის ბიჭი თბილისში გადაიყვანეს

    "დედის თვალწინ მოხდა... როგორ უნდა გამოვიდეს ქალი ამ შოკიდან..." - თელავში, ავარიისას დაშავებული 8 წლის ბიჭი თბილისში გადაიყვანეს
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი, თბილისში გადაიყვანეს. შემთხვევა თელავში მოხდა.
    როგორც ექიმები განმარტავენ, ავარიის შედეგად დაშვებული 8 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, რის გამოც კატასტროფის მედიცინის ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.

    ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, რომ მცირეწლოვანს, ავტომობილი დედის თვალწინ დაეჯახა.

    "დედა გზის მეორე მხარეს ელოდებოდა, რომ ბავშვი გადასულიყო. მის თვალწინ მოხდა ყველაფერი, ან როგორ უნდა გამოვიდეს ქალი ამ შოკიდან. არც ეს ავტომანქანა მოძრაობდა სწრაფად და რანაირად მოხდა შეჯახება, ვერ გეტყვით, თვალებიდან არ ამომდის ეს სურათი",
    - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

    შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში, დღეს მოხდა.

    8 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როცა ის გზაზე გადასვლას ცდილობდა.

    გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.