სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ქართველ ერს კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

    "ქართველ ერს კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი" - აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
    11 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს საქართველო დამოუკიდებლობის 105 წლის იუბილეს აღნიშნავს.

    ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

    ენტონი ბლინკენის განცხადებით, ქართველ ერს კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი.

    „უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა დაადასტურა ურყეობა ევროატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაში.

    ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს, მათ შორის, 2008 წელს საქართველოში შეჭრას და ოკუპაციას, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ ურთიერთობის 31 წლის მანძილზე მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების, კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესის განმტკიცების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და ნათელი მომავლის შენების პროცესში.

    ჩვენ მხარდამხარ ვმუშაობთ საქართველოში, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული, ევროპული დემოკრატია. ეს საქართველოს მოქალაქეების სურვილია და ისინი ამას იმსახურებენ,“- ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.