სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის გამო კაცი დააკავეს - სად მოხდა შემთხვევა?

    არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის გამო კაცი დააკავეს - სად მოხდა შემთხვევა?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საბერძნეთში 35 წლის ქართველი კაცი არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობის გამო დააკავეს.

    სავარაუდო მსხვერპლი ახლა 14 წლის არის, თუმცა ბერძნული გამოძიების ინფორმაციით, მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედება 6 წლის განმავლობაში ხდებოდა.

    ძალადობის მსხვერპლი დაკავებულის პარტნიორის ქალიშვილია.

    "ბავშვს კარგად სწავლას სთხოვდნენ, მას კი სხვა გატაცებები ჰქონდა, ამიტომ ასეთი ბრალდება მოიგონა შურისძიების მიზნით", - ამბობს ბრალდებულის ადვოკატი.

    არასრულწლოვანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება.