სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ახლა ვგეგმავთ, ომის დროს" - ნინო ქათამაძე ოჯახთან ერთად უკრაინაში აპირებს ცხოვრებას

    "ახლა ვგეგმავთ, ომის დროს" - ნინო ქათამაძე ოჯახთან ერთად უკრაინაში აპირებს ცხოვრებას
    10 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის ნინო ქა­თა­მა­ძის ცხოვ­რე­ბა ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია უკ­რა­ი­ნას უკავ­შირ­დე­ბა. რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, ქა­თა­მა­ძემ ფარ­თო აუ­დი­ტო­რია უკ­რა­ი­ნა­ში შე­ი­ძი­ნა და ბოლო წლებ­ში ხში­რად მარ­თავ­და კონ­ცერ­ტებს, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში.

    "არ ყო­ფი­ლა ასე­თი რამ, რომ მე ან ჩემს შე­სა­ნიშ­ნავ მუ­სი­კო­სებს შეგ­ვში­ნე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლის. რო­დე­საც ჩემს ჯგუფს ვუ­თხა­რი, რომ კონ­ცერ­ტით მივ­დი­ო­დით კი­ევ­ში, მათ თქვეს, რომ მზად იყ­ვნენ ემ­ღე­რათ იქ, სა­დაც ეს შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი იყო. მა­შინ მეტ­რო­ში ჩა­ვა­ტა­რეთ კონ­ცერ­ტი და თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს იყო ყვე­ლა­ზე და­უ­ვი­წყა­რი კონ­ცერ­ტი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. დღემ­დე მახ­სოვს კონ­ცერ­ტის დროს მა­ყუ­რებ­ლე­ბის თვა­ლე­ბი, შე­უძ­ლე­ბე­ლია და­ვი­ვი­წყო მათი ცრემ­ლე­ბი და მთე­ლი ეს ამ­ბა­ვი რა­ღაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ქა­თა­მა­ძემ.

    უფრო მე­ტიც, მომ­ღე­რალ­მა ოჯახ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა­ზეც კი იფიქ­რა. ქა­თა­მა­ძემ აღი­ა­რა, რომ გა­დას­ვლის­თვის უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი აქვს.

    "ჩემი ოჯა­ხი ფიქ­რობს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რე­ბა. ჩვენ ახლა ვგეგ­მავთ გა­დას­ვლას, ომის დროს", - თქვა ნი­ნომ.
    შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნინო ქა­თა­მა­ძეს, რო­გორც არა­ვის, ისე ეს­მის, თუ რას ნიშ­ნავს ომი, რად­გან ის სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაა, სა­დაც რუ­სებ­მა სის­ხლი დაღ­ვა­რეს. ახლა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი აღ­შფო­თე­ბუ­ლია, რომ ზო­გი­ერ­თი რუსი მის მშობ­ლი­ურ ქვე­ყა­ნა­ში გარ­ბის - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია.