სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მქონია შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ.." - ლუკა მაისურაძე ქართულ ფინალსა და ტატამს მიღმა ცხოვრებაზე

    "მქონია შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ.." - ლუკა მაისურაძე ქართულ ფინალსა და ტატამს მიღმა ცხოვრებაზე
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დო­ჰა­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ძი­უ­დო­ში, 90 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში, პირ­ვე­ლად ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს ის­ტო­რი­ა­ში, ქარ­თუ­ლი ფი­ნა­ლი შედ­გა. ოქ­როს მედ­ლის­თვის ერ­თმა­ნეთს ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლაშა ბე­ქა­უ­რი და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი ლუკა მა­ი­სუ­რა­ძე შეხ­ვდა.

    25 წლის ლუკა მა­ი­სუ­რა­ძემ ფი­ნალ­ში მისი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლაშა ბე­ქა­უ­რი და­ა­მარ­ცხა.

    ფი­ნა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა ერ­თობ და­ძა­ბუ­ლი გა­მოდ­გა და ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ტე­ბით დრო­ში, ოქ­როს ქუ­ლამ გა­და­წყვი­ტა, რო­მე­ლიც მა­ი­სუ­რა­ძემ ბრწყინ­ვა­ლე გდე­ბით მო­ი­პო­ვა და ვა­ზა­რით მო­ი­გო. სხვა­თა შო­რის, ქარ­თვე­ლი ფი­ნა­ლის­ტე­ბი მა­ნამ­დე თბი­ლი­სის გრანდ სლე­მის ფი­ნალ­შიც შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და მა­შინ გა­მარ­ჯვე­ბა ბე­ქა­ურს დარ­ჩა.

    აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვემ მო­ა­ხერ­ხა შარ­შან­დელ მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რად­გან მა­შინ ორი­ვემ ბრინ­ჯაო მო­ი­პო­ვა, ამ­ჯე­რად უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს.

    ლუკა მა­ი­სუ­რა­ძის­თვის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ეს მე­სა­მე მე­და­ლი იყო კა­რი­ე­რა­ში (1 ოქრო, 2 ბრინ­ჯაო).

    შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლუკა მა­ი­სუ­რა­ძე ას­პა­რე­ზო­ბა­ში მე­ო­რე წრი­დან ჩა­ერ­თო, სა­დაც ჯერ უნ­გრე­ლი რო­ლანდ გოზი და მერე თურ­ქი მი­ჰა­ელ ზგან­კი ბრწყინ­ვა­ლე სტილ­ში, იპო­ნით და­ა­მარ­ცხა. მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში ლუკა ნი­დერ­ლან­დელ ნოელ ვან ტენ­დს გა­ე­ჯიბ­რა და და­მა­ტე­ბით დრო­ში მო­უ­გო, ხოლო ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ქარ­თველ­მა ძი­უ­დო­ის­ტმა იტა­ლი­ე­ლი კრის­ტი­ან პარ­ლა­ტი ვა­ზა­რით და­ა­მარ­ცხა და ფი­ნა­ლამ­დე ამ­გვა­რად მი­ვი­და.

    "ძმე­ბი­დან მარ­ტო მე შე­მოვ­რჩი ძი­უ­დოს“
    - ხა­შურ­ში და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე, აქვე და­ვამ­თავ­რე სკო­ლა. 7 წლის ვი­ყა­ვი, როცა მა­მამ ძი­უ­დო­ზე შე­მიყ­ვა­ნა. ჩემი ორი­ვე უფ­რო­სი ძმა ჭი­და­ობ­და და მათ შემ­ხედ­ვა­რეს, მეც გა­მიჩ­ნდა ამის სურ­ვი­ლი. სა­ერ­თო­დაც, ცელ­ქი და მო­უს­ვე­ნა­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და მინ­დო­და, ენერ­გია რა­მე­ში და­მე­ხარ­ჯა. სახ­ლში ისე­დაც სულ ვჭი­და­ობ­დი ძმებ­თან, მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი. მოხ­და ისე, რომ სამი ძმი­დან მხო­ლოდ მე შე­მოვ­რჩი ძი­უ­დოს. მა­მაც ყო­ფი­ლი ძი­უ­დო­ის­ტია და, სხვა­თა შო­რის, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მაგ­რამ სპორ­ტს ბო­ლომ­დე ვერ გაჰ­ყვა. ვფიქ­რობ, მა­მას უნ­დო­და, რაც თვი­თონ და­აკ­ლდა, მე მა­ინც მი­მეღ­წია და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ამი­ტომ ძა­ლი­ან შე­მი­წყო ხელი. შუ­ა­თა­ნა ძმა საკ­მა­ოდ კარ­გი ძი­უ­დო­ის­ტი იყო, მაგ­რამ ტრავ­მის გამო მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­ნა, სათ­ვა­ლე დას­ჭირ­და და ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლა ჭი­და­ო­ბა. უფ­როს­მა ძმამ სწავ­ლა არ­ჩია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სპორ­ტი დიდ დროს და ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს, პა­რა­ლე­ლუ­რად, სწავ­ლაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რა თქმა უნდა, მაგ­რამ მას სპორტზე დიდ დროს მა­ინც ვერ და­უთ­მობ. მერე დგე­ბი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე - ან სპორ­ტს უნდა გაჰ­ყვე, ან - სწავ­ლას. ასე შე­მოვ­ჩი ძმე­ბი­დან მარ­ტო მე ძი­უ­დოს.

    სწავ­ლას მა­ინც ვა­ხერ­ხებ­დი, სტუ­დენ­ტიც ვარ, თუმ­ცა ინ­სტი­ტუ­ტში სი­ა­რულს რე­გუ­ლა­რუ­ლად ვერ ვა­ხერ­ხებ, სულ შეკ­რე­ბა­ზე, ვარ­ჯიშ­ზე, შე­ჯიბ­რე­ბა­ზე მი­წევს სი­ა­რუ­ლი და ამი­ტომ. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, შავი ზღვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე ბიზ­ნეს-ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ხელი ვერ შე­მი­წყო, დამ­პირ­დნენ, მო­გეხ­მა­რე­ბით, მაგ­რამ უნდა ია­როო. თუ ვივ­ლი­დი, სპორ­ტი უკან დამ­რჩე­ბო­და, პო­ლი­ტექ­ნი­კურ­ში გად­მო­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი იმა­ვე ფა­კულ­ტეტ­ზე, იქ ხელს მი­წყო­ბენ, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად.

    სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის გზა
    - ვარ­ჯი­ში ხა­შურ­ში ბეგ­ლარ ხარ­ში­ლა­ძეს­თან და ბუ­ხუ­ტი ბუხ­რი­კი­ძეს­თან და­ვი­წყე. პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბა იყო ახალ­გაზ­რდულ შე­ჯიბ­რზე, როცა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში გა­ვე­დი და მე­ო­რე ად­გი­ლი ავი­ღე, ეს იყო 2017 წელს. 2018 წელს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი ახალ­გაზ­რდებ­ში და მე­სა­მე ად­გი­ლი ავი­ღე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე - ასე და­ვას­რუ­ლე ახალ­გაზ­რდუ­ლი ასა­კი. მერე უკვე დი­დებ­ში გა­და­ვე­დი, მო­ვი­გე სა­ქარ­თვე­ლო და ეროვ­ნულ ნაკ­რებ­შიც შე­ვა­ბი­ჯე (2019 წელს). მერე მო­ვი­გე ან­ტა­ლი­ის გრან-პრი და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, მინ­სკის თა­მა­შებ­ზე - მე­სა­მე და ტო­კი­ოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც მე­სა­მე (2019 წელს) ად­გი­ლი მო­ვი­პო­ვე. შემ­დეგ იყო პან­დე­მია, შეს­ვე­ნე­ბა... როცა დავ­ბრუნ­დით, 23 წლი­ა­ნებ­ში მო­ვი­გე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, დი­დე­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ავი­ღე მე­სა­მე ად­გი­ლი, 2022 წელს მო­ვი­გე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი და მსოფ­ლი­ო­ზე - მე­სა­მე ად­გი­ლი. ასე­თია ჩემი გან­ვლი­ლი გზა.

    მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბა

    დო­ჰა­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. არც ის, რომ მე და ლაშა და­ვე­ჭი­დე­ბო­დით. მე ევ­რო­პის მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი ვი­ყა­ვი, ლაშა კი მოქ­მე­დი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი. იყო ზღვა ემო­ცი­ე­ბი... მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი პირ­ვე­ლად გავ­ხდი და მარ­თლა და­უ­ვი­წყა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ჩემს თა­ნა­გუნ­დელს და ქარ­თველს რომ შევ­ხვდი, რა თქმა უნდა, ისე­თი ემო­ცი­ე­ბი ვერ მექ­ნე­ბო­და, რო­გორც სხვა ერის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან გა­მარ­ჯვე­ბი­სას გა­მო­ხა­ტავ. ამას­თა­ნა­ვე, უფრო რთუ­ლია, როცა ერ­თმა­ნე­თის სტი­ლი, ჭი­და­ო­ბა ვი­ცით, ეს და­პი­რის­პი­რე­ბას არ­თუ­ლებს. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბა მთლად გა­მო­ხატ­ვის გა­რე­შეც ვერ იქ­ნე­ბო­და. ერ­თმა­ნეთს მი­ვუ­ლო­ცეთ, გა­და­ვეხ­ვი­ეთ... აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისიც იყო, რომ ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მოხ­და, როცა ორი ქარ­თვე­ლი შეხ­ვდა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში, ნამ­დვი­ლად აღ­სა­ნიშ­ნი ფაქ­ტი იყო.

    "ამ ყვე­ლაფ­რით მო­წამ­ლუ­ლი ვარ“
    - რაზე ვოც­ნე­ბობ და... ოლიმ­პი­ა­და ახ­ლოვ­დე­ბა და, რა თქმა უნდა, ჩემი გეგ­მე­ბი ოლიმ­პი­ა­დას უკავ­შირ­დე­ბა. დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა, არა­და, მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია 2024-ში პა­რიზ­ში წას­ვლა. ვნა­ხოთ, გა­ირ­კვე­ვა, ვინ წავა, ეს ჯერ არ ვი­ცით.

    ჩემ­თვის ეს სპორ­ტი არის პრო­ფე­სია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მო­გი­ტა­ნოს დი­დე­ბა, სა­ხე­ლი, შენი თავი შე­აყ­ვა­როს ხალ­ხს, შენი ჰიმ­ნი ჟღერ­დეს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, იყო ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი. ამით იწამ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი, ამას ახ­ლავს დიდი ემო­ცი­ე­ბი, ში­შიც და შე­ჯიბ­რი რომ ჩა­ივ­ლის, ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა, კი­დევ გინ­და თა­ვი­დან გა­ნი­ცა­დო ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამ ყვე­ლაფ­რით ხარ მო­წამ­ლუ­ლი...

    "ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი ლე­გენ­დაა ჩემ­თვის“
    - ჯერ ოჯა­ხი არ შე­მიქ­მნია, კა­რი­ე­რა­ზე ვფიქ­რობ. განა იმი­ტომ, რომ ეს ხელს გიშ­ლის, შე­იძ­ლე­ბა პი­რი­ქი­თაც იყოს, ხე­ლიც შე­გი­წყოს კა­რი­ე­რის კე­თე­ბა­ში, მაგ­რამ სად მაქვს დრო? - სულ შეკ­რე­ბა­ზე ვარ, სულ საქ­მე­ში ვარ ჩაფ­ლუ­ლი და ალ­ბათ ჩემ­თვის უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა, ეს ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით თუ მოხ­დე­ბა. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყო­ლია, მაგ­რამ დავ­შორ­დით, ცოტა იმის მონ­დო­მე­ბით, ცო­ტაც - ჩემი.

    ერ­თა­დერ­თი, ნა­დი­რო­ბის­თვის თუ გა­მოვ­ნა­ხავ დროს, თო­რემ სხვა, გა­სარ­თო­ბად არ მცა­ლია. მწყერ­ზე ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი რო­ცაა, ზა­ფხულ­ში ამით ვერ­თო­ბი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ დროს. ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, ძი­რი­თა­დად სპორ­ტსმე­ნე­ბი, ჩემი თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლე­ბი და შემ­დგომ შე­ძე­ნი­ლე­ბიც.

    ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ძი­უ­დოს გა­რე­შე რა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბო­და ჩემი ცხოვ­რე­ბა. მინ­და, მეტი ტი­ტუ­ლი და გა­მარ­ჯვე­ბა მო­ვუ­ტა­ნო სა­ქარ­თვე­ლოს. ჭი­და­ო­ბა ნამ­დვი­ლად ჩვე­ნი სპორ­ტია, ლაშა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი კი ლე­გენ­დაა ჩემ­თვის.

    მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­დაც მძი­მე წო­ნა­ში უჭირთ სპორ­ტსმე­ნე­ბი, მათ შო­რის, სერ­ბე­თი­დან (იქაც ხომ გვყავს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სპორ­ტსმე­ნი - ზუ­რაბ და­თუ­ნაშ­ვი­ლი), მაგ­რამ ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ეს წარ­მო­უდ­გენ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა. სხვა სპორტზე არც მი­ფიქ­რია არას­დროს, ძი­უ­დო­თი და­ვი­წყე, ვაგ­რძე­ლებ და და­ვამ­თავ­რებ ცხოვ­რე­ბას.