სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “გაგიჟდნენ თუ რა ხდება იქ?“ - პუტინი საქართველოზე

    “გაგიჟდნენ თუ რა ხდება იქ?“ - პუტინი საქართველოზე
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „გარედან ვუყურებ და ვფიქრობ: საერთოდ გაგიჟდნენ თუ რა? რა ხდება იქ?“ - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საქართველოში ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების დაწყების შემდეგ ჩატარებულ აქციებს.

    როგორც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს, მას ეგონა რომ თავად საქართველოს ხელისუფლებამ რამდენჯერმე წამოსწია წინ ვიზების გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების გაგრძელების საკითხი.

    „ჩვენ უბრალოდ ნაბიჯი გადავდგით წინ“, - ამბობს პუტინი და დასძენს, რომ იგი მხოლოდ ორი ქვეყნის ხალხის ინტერესით მოქმედებდა.შეგახსენებთ, რომ ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება პუტინმა 10 მაისს მიიღო. როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, მას ეგონა რომ ამის გამო ქართველების მადლობას დაიმსახურებდა, თუმცა სანაცვლოდ "მოულოდნელი ქარიშხალი" მიიღო.