სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "წყლის დალევა ჭამის შემდეგ ხელს უწყობს მადის რეგულირებას და წონის კლებას" - ზაზა თელია

    "წყლის დალევა ჭამის შემდეგ ხელს უწყობს მადის რეგულირებას და წონის კლებას" - ზაზა თელია
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველმა დერმატოლოგ-ვენეროლოგმა, ზაზა თელიამ ყველასთვის ატუალურ კითხვას პასუხი გასცა და მოსახლეობის ინტერესი საბოლოოდ დააკმყოფილა

    არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ჭა­მის შემ­დეგ წყლის და­ლე­ვა ხელ უშ­ლის მო­ნე­ლე­ბას და წო­ნის კლე­ბას.

    "ეს არის რჩე­ვა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მო­ის­მი­ნოთ მე­გობ­რის­გან სა­დი­ლის დროს ან ექი­მის­გან: ”ჭა­მამ­დე, ჭა­მის დროს და ჭა­მის შემ­დეგ წყა­ლი არ უნდა და­ლიო - ეს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოა და წო­ნის კლე­ბა­ში ხელს შე­გიშ­ლის. ეს რე­კო­მენ­და­ცია მან შე­იძ­ლე­ბა წლე­ბის წინ მო­ის­მი­ნა ან წა­ი­კი­თხა საბ­ჭო­თა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და ჩათ­ვა­ლა, რომ ეს სი­მარ­თლე იყო, ან ახ­ლა­ხან წა­ი­კი­თხა ინ­ტერ­ნეტ­ში, სა­დაც ასე­თი არა­სარ­წმუ­ნო ინ­ფორ­მა­ცია სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და მა­რა­დი­უ­ლად ცო­ცხლობს.

    მო­დით გან­ვი­ხი­ლოთ ეს სა­კი­თხი:

    1. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, წყლის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის დროს ან მის შემ­დეგ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლურ ფი­ზი­ო­ლო­გი­ას.

    საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბის პრო­ცე­სის სწრა­ფი მი­მო­ხილ­ვა:

    საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბა იწყე­ბა პი­რის ღრუ­ში, სა­დაც საჭ­მე­ლი ქუც­მაც­დე­ბა და რბილ­დე­ბა - ფი­ზი­კუ­რად ღეჭ­ვით და ქი­მი­უ­რად სა­ნერ­წყვე ჯირ­კვლე­ბი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი ფერ­მენ­ტე­ბით. შემ­დეგ საკ­ვე­ბი საყ­ლა­პა­ვის გავ­ლით გა­და­დის კუჭ­ში, სა­დაც იშ­ლე­ბა კუ­ჭის მჟა­ვა წვე­ნით. ამის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი ნა­რე­ვი გა­და­დის წვრილ ნაწ­ლავ­ში. ზე­მოთ მო­ცე­მულ ეტაპ­ზე ხდე­ბა საკ­ვე­ბი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­წო­ვის 75 პრო­ცენ­ტი.

    და­ნარ­ჩე­ნი რაც არ შე­ი­წო­ვე­ბა, გა­და­მუ­შავ­დე­ბა მსხვილ ნაწ­ლავ­ში და შემ­დეგ გა­მო­ი­ყო­ფა. მთე­ლი პრო­ცე­სი 24–დან 72 სა­ა­თამ­დე გრძელ­დე­ბა. მითი იმის შე­სა­ხებ, რომ წყა­ლი ახ­დენს კუ­ჭის წვე­ნის გან­ზა­ვე­ბას, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­ო­ლო­გი­ას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გამო: 1. წყა­ლი მი­ღე­ბის შემ­დეგ შე­ი­წო­ვე­ბა კუჭ­ში საკ­მა­ოდ სწრა­ფად - რო­გორც წესი, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი შე­საძ­ლო გან­ზა­ვე­ბა კუ­ჭის წვე­ნი­სა წყლით ტრან­ზი­ტო­რუ­ლია (გარ­და­მა­ვა­ლი). მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ კუჭი წყლით მთლი­ა­ნად სავ­სე იქ­ნე­ბა, ეს ხელს არ შე­უშ­ლის საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას, რად­გან წყა­ლი ხელს არ შე­უშ­ლის ფერ­მენ­ტე­ბის აქ­ტი­ვო­ბას, რად­გან ფერ­მენ­ტე­ბი უერ­თდე­ბი­ან და ზე­მოქ­მე­დე­ბენ მხო­ლოდ საკ­ვე­ბის ნა­წი­ლა­კებს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რა რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლია კუჭ­ში.

    2. ასე­ვე არც წყა­ლი არ მოქ­მე­დებს კუ­ჭის მჟა­ვი­ა­ნო­ბა­ზე.

    კუჭი გა­მოჰ­ყოფს და რე­ა­გი­რებს იმ­დე­ნი მჟა­ვის გა­მო­ყო­ფით, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა კუჭ­ში მოხ­ვედ­რი­ლი საკ­ვე­ბის მო­სა­ნე­ლებ­ლად. არ არ­სე­ბობს კონ­კრე­ტუ­ლი მჟა­ვის გა­მო­ყო­ფის რა­ო­დე­ნო­ბა, ის და­მო­კი­დე­ბუ­ლია კუჭ­ში მოხ­ვედ­რი­ლი საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

    3. მითი, რომ წყა­ლი ანე­ლებს ტემპს, რომ­ლის დრო­საც საკ­ვე­ბი გა­და­დის კუ­ჭი­დან წვრილ ნაწ­ლავ­ში, ასე­ვე ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ფი­ზი­ო­ლო­გი­ას.

    ჭა­მის დროს წყლის და­ლე­ვა გავ­ლე­ნას არ ახ­დენს კუ­ჭის დაც­ლის სიჩ­ქა­რე­ზე. პი­რი­ქით - ჭა­მის დროს წყლის და­ლე­ვამ შე­იძ­ლე­ბა ხელი შე­უ­წყოს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით ღეჭ­ვის და ყლაპ­ვის ეტაპ­ზე, სა­დაც მას შე­უძ­ლია ხელი შე­უ­წყოს საჭ­მლის დარ­ბი­ლე­ბას და საყ­ლა­პავ­ში გა­და­ტა­ნას. ასე­ვე კარ­გად ჰიდ­რა­ტი­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლი ეხ­მა­რე­ბა საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას ელი­მი­ნა­ცი­ის ეტაპ­ზე - ეხ­მა­რე­ბა გა­ნა­ვალს დარ­ბი­ლე­ბა­ში და ნაწ­ლავ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა­ში, შე­სა­ბა­მი­სად ამ­ცი­რებს შეკ­რუ­ლო­ბას. ასე­ვე ჭა­მის წინ წყლის და­ლე­ვის ერთ-ერთი და­დე­ბი­თი ეფექ­ტი არის ის, რომ ის დრო­ე­ბით (გახ­სოვ­დეთ, ის შე­ი­წო­ვე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთ­ში) იკა­ვებს ად­გილს თქვენს კუჭ­ში. ეს ხელს შე­უ­წყობს ჭა­მის დროს სავ­სე­ო­ბის შეგ­რძნე­ბას. თუ თქვენ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბას ცდი­ლობთ ჭა­მის წინ 1½ - 2 ჭიქა წყლის მი­ღე­ბა ასო­ცირ­დე­ბა ნაკ­ლე­ბი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას­თან ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით.

    უფრო დე­ტა­ლუ­რად:

    არ არ­სე­ბობს სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ წყალს შე­უძ­ლია გან­ზა­ვე­ბა მო­ახ­დი­ნოს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი წვე­ნის ან ხელი შე­უ­შა­ლოს საჭ­მლის მო­ნე­ლე­ბას. შე­უძ­ლე­ბე­ლია კუ­ჭის მჟა­ვა წვე­ნის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ზა­ვე­ბა წყლის მი­ღე­ბით: კუ­ჭის მჟა­ვის pH (მჟა­ვი­ა­ნო­ბა) არის <1.ეს ნიშ­ნავს, რომ თქვე­ნი კუ­ჭის მჟა­ვა 100,000-ჯერ უფრო მჟა­ვუ­რია, ვიდ­რე წყა­ლი (წყლის pH ~ 7).

    წყალ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ამ­ცი­როს მადა და შე­სა­ბა­მი­სად მი­ღე­ბუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. საჭ­მელ­თან ერ­თად წყლის და­ლე­ვა ასე­ვე და­გეხ­მა­რე­ბათ პა­უ­ზის გა­კე­თე­ბა­ში, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ მი­ი­ღოთ სიგ­ნა­ლი თქვე­ნი შიმ­ში­ლი­სა და სავ­სე­ო­ბის შე­სა­ხებ. ამან შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან აგა­ცი­ლოთ ზედ­მე­ტი ჭამა და შე­საძ­ლოა წო­ნის დაკ­ლე­ბა­შიც კი და­გეხ­მა­როთ. გარ­და ამი­სა, ერ­თმა 12-კვი­რი­ან­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც სვამ­დნენ 17 უნ­ცია წყალს (500 მლ) თი­თო­ე­უ­ლი ჭა­მის წინ, და­იკ­ლეს 2 კგ-ით მეტი, ვიდ­რე მათ, ვინც არ მი­ი­ღეს წყა­ლი ჭა­მამ­დე.

    ასე­ვე რამ­დე­ნო­მე კვლე­ვის მი­ხედ­ვით - წყალ­მა შე­იძ­ლე­ბა და­აჩ­ქა­როს თქვე­ნი მე­ტა­ბო­ლიზ­მი და­ახ­ლო­ე­ბით 24 კა­ლო­რი­ით ყო­ველ 17 უნ­ცი­ა­ზე (500 მლ), რო­მელ­საც მო­იხ­მართ
    ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ და­ხარ­ჯუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და, რო­დე­საც წყა­ლი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გათ­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს იმის გამო, რომ თქვე­ნი სხე­უ­ლი მეტ ენერ­გი­ას იყე­ნებს ცივი წყლის გა­სათ­ბო­ბად სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რამ­დე.

    ამი­ტომ თბი­ლი წყლის მი­ღე­ბას ჯო­ბია ცი­ვის მი­ღე­ბა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია წყალს ეხე­ბა და არა კა­ლო­რი­ულ სას­მე­ლებს. ერთ მი­მო­ხილ­ვა­ში, სა­ერ­თო კა­ლო­რი­ე­ბის მი­ღე­ბა 8-15%-ით მეტი იყო, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი მო­იხ­მარ­დნენ შაქ­რი­ან სას­მე­ლებს.

    დას­კვნა: საჭ­მელ­თან ერ­თად ან მის შემ­დეგ წყლის და­ლე­ვა ხელს შე­გი­წყობთ მა­დის რე­გუ­ლი­რე­ბა­ში, ხელს შე­უშ­ლის ზედ­მე­ტი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას და ხელს შე­უ­წყობს წო­ნის კლე­ბას." - წერს თე­ლია.