სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მესიჯი ქართველ ტურისტს რომიდან, რომელიც დაჯავშნილ ბინაში კვარაცხელიას გამო არ შეუშვეს

    მესიჯი ქართველ ტურისტს რომიდან, რომელიც დაჯავშნილ ბინაში კვარაცხელიას გამო არ შეუშვეს
    11 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში, ქალაქ ნაპოლში მოღვაწეობს და ნელ-ნელა მწვერვალებსაც იპრობს , სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ქართველ ტურისტს რომში ბინაზე ჯავშანი გაუუქმეს.

    როგორც იტალიური პრესა წერს, რომში ბინის მეპატრონეს, ნეაპოლელი იტალიელებისგან განსხვავებით, კვარაცხელიასა და ნეაპოლის მიმართ სრულიად საწინააღმდეგო განწყობა აქვს. მან ქართველ ტურისტს მისწერა, რომ „ნეაპოლი და კვარაცხელია ეზიზღება“, სწორედ ამიტომ წინასწარ დაჯავშნილ ბინაზე უარს ეუბნება და ჯავშანს აუქმებს.

    „გამარჯობა რომიდან, ბოდიშს გიხდით. ვიცი, რომ საქართველოდან ხართ და ეს ბინა გქონდათ დაჯავშნილი, მაგრამ მეზიზღება ნეაპოლი და კვიჩა. გთხოვთ იპოვეთ სხვა ბინა“.