სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ტექნიკური ელეგანტურობა, ბურთის ფლობა, ფეთქებადი ძალა, მრავალფეროვნება, რომელიც ქართული პოლიფონიის მსგავსია" - მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

    "ტექნიკური ელეგანტურობა, ბურთის ფლობა, ფეთქებადი ძალა, მრავალფეროვნება, რომელიც ქართული პოლიფონიის მსგავსია" - მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ტექნიკური ელეგანტურობა, ბურთის ფლობა, ფეთქებადი ძალა, მრავალფეროვნება, რომელიც ქართული პოლიფონიის მსგავსია" - მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
    საფ­რან­გე­თის პრო­ფე­სი­ო­ნალ ფეხ­ბურ­თელ­თა კავ­შირ­მა სე­ზო­ნი შე­ა­ჯა­მა და ლიგა 1-ში სა­უ­კე­თე­სოდ კი­ლი­ან მბა­პე (პსჟ), ხოლო ლიგა 2-ში გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე ("მეცი") აღი­ა­რა.

    "ლიგა 2-ში სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი ბომ­ბარ­დი­რი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე გახ­და, რო­მელ­მაც ამ სე­ზონ­ში დიდ პროგ­რესს მი­აღ­წია. თა­ვის ისე­დაც სრულ პა­ლიტ­რას - ტექ­ნი­კურ ელე­გან­ტუ­რო­ბას, ბურ­თის ფლო­ბას, ფეთ­ქე­ბად ძა­ლას, ქი­რურ­გი­ულ ეფექ­ტუ­რო­ბას, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი პო­ლი­ფო­ნი­უ­რი სიმ­ღე­რის მსგავ­სია, სა­კუ­თარ არ­სე­ნალს ბე­ჯი­თი შრო­მით და­მა­ტე­ბი­თი სი­მე­ბი შეს­ძი­ნა, რათა სიღ­რმი­სე­ულ თა­მაშ­ში უფრო წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­დეს", - წერს საფ­რან­გე­თის პრო­ფე­სი­ო­ნალ ფეხ­ბურ­თელ­თა კავ­ში­რის სა­ი­ტი.

    მი­ქა­უ­ტა­ძემ მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში 36 მატჩში 23 გოლი გა­ი­ტა­ნა და 8 სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­ა­კე­თა, მისი გუნ­დი კი მე­ო­რე ად­გილ­ზეა და საფ­რან­გე­თის ელი­ტურ დი­ვი­ზი­ონ­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან ახ­ლო­საა.