სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კვარაცხელიას დამატებითი ვარჯიშები ჩაუტარდა - ხვიჩა იტალიელმა ჟურნალისტმაც შეაფასა

    კვარაცხელიას დამატებითი ვარჯიშები ჩაუტარდა - ხვიჩა იტალიელმა ჟურნალისტმაც შეაფასა
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ნაპოლიში" ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიაზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ ხვიჩას ვარჯიში ესაჭიროება და მოსამატებელი აქვს.

    ამის გამო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას და ასევე "ფროზინონედან" დაბრუნებულ ალესიო ძერბინის დამატებითი ვარჯიშები ჩაუტარა.

    კვარაცხელიას შესახებ კომენტარი ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ გააკეთა.

    "ცხადია, ქართველს მაღალი დონის მოთამაშედ მივიჩნევ. იტალიურ ფეხბურთში მას ყველაფერი გამოუვა. მიუხედავად ამისა, ბევრი რამ საქმისადმი მიდგომაზეცაა დამოკიდებული. ხვიჩას აქვს უცბად აფეთქების უნარი. შეიძლება ამან გარკვეული დროც მოითხოვოს, მაგრამ კვარაცხელიას დონეში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს."- განაცხადა დელ ჯენიომ.