სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ენერგო პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს, რომ დენი 7 საათით გაითიშება

    “ენერგო პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს, რომ დენი 7 საათით გაითიშება
    11 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

    კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მაისს 10:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გველეთი, დარიალი, ლარსი.

    15:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კარიაულებში, დუშეთში: შამანაურის, ბაჩანას, ერეკლე II-ის, რუსთაველის, ობსერვატორიის, ზანდუკელის, ჭონქაძის, სააკაძის, ჭავჭავაძის, გურამიშვილის, თეატრის და მიმდებარე ქუჩებზე.

    ,,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.