სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO:საამაყო ქართველები - ლაშა ბექაურის და ლაშა ტალახაძის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს

    VIDEO:საამაყო ქართველები - ლაშა ბექაურის და ლაშა ტალახაძის ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური, ექვსგზის მსოფლიო და ექვსგზის ევროპის ჩემპიონია, ხოლო ლაშა ბექაური 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, ასევე არის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული, პირველი ადგილი აიღო ასევე 2019 წლის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში.

    წელს, ერევანში ძალოსანთა სალიცენზიო ევროპის ჩემპიონატზე +109 კგ. წონით კატეგორიაში 2 ქართველი ძალოსანი გამოვიდა. ლაშა ტალახაძემ როგორც მოსალოდნელი იყო ბრწყინვალედ იასპარეზა და მკერდი კვლავ 3 ოქროს მედლით დაიმშვენა - ატაცი 222, აკვრა 252, ორჭიდი 474. ქართველი ძალოსანი მეშვიდედ გახდა ჩემპიონი.

    ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ქართველი ძიუდოისტები ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდნენ.

    90 კგ წონით კატეგორიაში მოლოდინისამებრ ფინალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ყველაფერი დამატებით დროში, ოქროს ქულამ გადაწყვიტა, რომელიც მაისურაძემ ბრწყინვალე გდებით მოიპოვა და ვაზარით მოიგო. სხვათა შორის, ისინი ცოტა ხნის თბილისის გრანდ სლემის ფინალშიც შეხვდნენ და მაშინ გამარჯვება ბექაურს დარჩა.

    მთაწმინდის პარკში გამართულ, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ვახშამზე, ქართველი სპორტსმენები იმყოფებოდნენ, მათ შორის, ლაშა ტალახაძე და ბექაურიც. ცოტა ხნის წინ გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელიც ლაშა ბექაურმა ტალახაძესთან ერთად გადაიღო.