სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გიორგი მიქაუტაძის პირველი კომენტარი საუკეთესოდ დასახელების შემდეგ

    გიორგი მიქაუტაძის პირველი კომენტარი საუკეთესოდ დასახელების შემდეგ
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა თავდამსხმელმა 36 გამართულ შეხვედრაში თავი 23 გოლითა და 8 ასისტით გამოიჩინა.

    დაჯილდოების ცერემონიალზე კუთვნილი საპატიო პრიზის მიღების შემდეგ გიორგიმ მადლობა "მეცსა" და ოჯახს საჯაროდ გადაუხადა.

    "მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, "მეცის" სტაფსა და მწვრთნელს, რომელიც მენდობა. მადლობა ფეხბურთელებს, რომლებმაც მე ამირჩიეს და ოჯახს. მადლობა მამას, დედას, ჩემს ძმასა და დას, ეს თასი მათთვისაა".

    მიქაუტაძე იმედოვნებს, რომ მისი შესანიშნავი სეზონი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში გადასვლით დასრულდება.

    "როგორც იქნა, ჩვენ კუთვნილი მეორე ადგილი დავიკავეთ. ახლა
    ვიცით, რომ "ბასტიასთან" გასამართ შეხვედრაში საშინაო კედლებში უნდა მოვიგოთ და ლიგა 1-ში გადავიდეთ".

    ბოლო ტურის მატჩი 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება, სადაც "მეცი" "ბასტიას" უმასპინძლებს.

    რაც შეეხება "ბორდოს", ზურიკო დავითაშვილის გუნდსაც 69 ქულა აქვს და მესამე ადგილს იკავებს. ბოლო ტურის მატჩი ასევე 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე "როდესთან" გაიმართება.