სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა" - დავით ლორთქიფანიძე სოსო ჯაჭვლიანზე

    "ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა" - დავით ლორთქიფანიძე სოსო ჯაჭვლიანზე
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სიციალურ ქსელში გავრცელდა არსწორი ინფორმაცია, რომ სოსო ჯაჭვლიანი დაიღუპა. მსახიობი სიმსივნეს ებრძვის და ამიტომ სუსტად გამოიყურება, რამაც გამოიწვია საზოგადოებაში დაბნეულობა.

    ,,ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში, სოსო ჯაჭვლიანის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება:

    ,,SOS!!!ამ საღამოს გავრცელდა გადაუმოწმებელი/ბოროტი ინფორმაცია სოსო ჯაჭვლიანის ვითომდა გარდაცვალების შესახებ... ასზე მეტი ზარი შემომივიდა სანამ გზაში ვიყავი, სოსოსთან, სახლში მიმავალი. სოსო ცოცხალია (სურათი ამ წუთსაა გადაღებული) ჯანმრთელობა კი აქვს ძალიან შერყეული, მაგრამ ამასაც მოერევა ექიმებისა და ერთგული ადამიანების თანადდგომით", - წერს დავით ლორთქიფანიძე.