სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ახალი პროგნოზი - თუ ალერგია გაწუხებთ ეს უნდა იცოდეთ

    ახალი პროგნოზი - თუ ალერგია გაწუხებთ ეს უნდა იცოდეთ
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გაზფხულზე ადამიანების დიდ ნაწილს ალერგია აწუხებს, რაც ძალიან შემაწუხებელია, როგორც მათთვის ისე გარშემო მყოფებისთვის.

    ასეთ დროს დამახასიათებელია ხშირი ცემინება, ხველა, თვალიდან ცრემლდენა და ა.შ.

    ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი 29 მაისიდან 4 ივნისადმე მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზს აქვეყნებს:

    „წიფელმა (Fagus) და ცხენისწაბლამ (Aesculus) დაასრულეს ყვავილობა.

    მუხის (Quercus) და ფიჭვის (Pinus) მტვრის მარცვლები დაბალი კონცენტრაციით იქნება შეწონილი ჰაერში.

    ერთ-ერთი მაღალი ალერგენული თვისებების მქონე ბალახოვანი მცენარეების, მარცვლოვნების (Poaceae) მტვრის მარცვლების კონცენტრაცია არ შეიცვლება და კვლავ მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდება.

    ერთეული სახით დაფიქსირდება: ჯვაროსნების (Brassicaceae) და მჟაუნას (Rumex) მტვრის მარცვლები.

    სოკოვანი ალერგენების: ალტერნარიას (Alternaria) და კლადოსპორიუმის (Cladosporium) სპორების კონცენტრაცია არ შეიცვლება და დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.