სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: „დედა უმთავრესად ამას მთხოვდა ბავშვობიდან“ - თორნიკე შენგელიაზე დედაზე საუბრობს

    VIDEO: „დედა უმთავრესად ამას მთხოვდა ბავშვობიდან“ - თორნიკე შენგელიაზე დედაზე საუბრობს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია ნოე სულაბერიძის გადაცემის „ნოესთან” სტუმარად იყო მიწვეული.

    თორნიკემ ოჯახის, კერძოდ დედასთან თავის ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

    „დედა არის ის ადამიანი, რომელსაც არც ერთი ჩემი ვარჯიში არ გაუცდენია. არ მახსოვს დღე, რომ ვარჯიშზე წავსულიყავი და დედაჩემი ჩემს გვერდით არ ყოფილიყო. მამა იმ პერიოდში თვითონაც თამაშობდა ხოლმე და ვარჯიშებზე ვერ ახერხებდა, თუმცა თამაშებზე ყოველთვის დადიოდა.

    მამასთან კალათბურთის მხრივ უფრო იშვიათი ურთიერთობა მქონდა, თუმცა რჩევებს მაძლევდა, რომელიც დღესაც კარგად მახსოვს, ყოველი მისი სიტყვა. დედას ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ ზრდილობიანი და წესიერი ვყოფილიყავი“,- ამბობს თორნიკე შენგელია.

    ნახეთ ვიდეო: