სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ხვალ სიას ამოვიკითხავ, მაგრამ ,,არას" არ დაგიწერ" - ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის ბავშვი - ბიჭი არაგვში დაიხრჩო

    "ხვალ სიას ამოვიკითხავ, მაგრამ ,,არას" არ დაგიწერ" - ტრაგიკულად დაღუპული 12 წლის ბავშვი - ბიჭი არაგვში დაიხრჩო
    11 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კიდევ ერთი პატარა ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა არაგვმა. 12 წლის გიო მდინარეში დაიხრჩო. უბედური შემთხვევა სოფელ ძეგვში მოხდა.

    მისი მასწავლებელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

    გთავაზობთ მას:

    "ხვალ სიას ამოვიკითხავ, მაგრამ ,,არას" არ დაგიწერ😭..
    საერთოდ არ ჩავატარებ გაკვეთილს ხვალ...😭😭😭
    ხვალ მე და შენი კლასელები მოვყვებით ამბავს, როგორ ებრძოდი არაგვის ტალღებს დღეს...😭😭როგორ გაგიტყუა მზიანმა ამინდმა საბანაოდ...😭😭
    ხვალ შენს ცარიელ მერხზე უამრავ წერილს დაგიტოვებთ....😭😭😭
    ხვალ ერთმანეთს გავამხნევებთ, დავამშვიდებთ და ვეტყვით, რომ კლასიდან ანგელოზად გაგვეპარე....
    ხვალ... ზეგ... მაზეგ... სულ...სამუდამოდ 12 წლის გიოდ დაგიტივებთ გულებში....
    😭😭😭💔💔💔💔💔😭😭😭😭" - წერს მასწავლებელი