სამხრეთ კალიფორნიაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა 2 ადამიანი მოკლა და 3 დაჭრა.
აღნიშნული ინციდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 7-Eleven-ის მაღაზიასთან მოხდა. ამერიკული მედია ამბობს, რომ სროლა მაღაზიის 95-ე წლის იუბილის აღნიშვნისას დაიწყო.
დამნაშავე მაღაზიის გაძარცვასაც შეეცადა. დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.