სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მადლობა ღმერთს, რომ ლიზას ცხოვრებაში ასეთი ადამიანი არსებობს..." - მაია ჯაბუა სიძეზე

    "მადლობა ღმერთს, რომ ლიზას ცხოვრებაში ასეთი ადამიანი არსებობს..." - მაია ჯაბუა სიძეზე
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე თვის წინ, ამერიკაში, მაიას ქალიშვილი, ლიზა ყენია საკუთარ დაბადების დღეზე დანიშნეს. ლიზა და მისი რჩეული ნიუ-ჯერსიში ცხოვრობენ.

    მაია ჯაბუა სიძის შესახებ "პრაიმტაიმთან" საუბრობს.

    "ლიზა კარგად არის. ახალ პროგრამაზე მუშაობს, არანჟირებების გაკეთებაში მეგობარი ევროპიდან ეხმარება და ისიც საკონცერტოდ ემზადება. უმეტესად ინგლისურენოვანი სიმღერები აქვს, თუმცა ქართულიც ექნება. კონცერტს თბილისში გეგმავს. მე მგონი, კარგ კონცერტს გვიჩვენებს. მიჭირს ასე შორს რომ არის, მაგრამ მშვიდად ვუყურებ. ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის ის აუცილებელი ეტაპი, როდესაც ახალი ნაბიჯის გადადგა სურს ცხოვრებაში თუ - შემოქმედებაში.

    რაც შეეხება გიორგის, ის იმდენად კარგი ადამიანია, რომ დაუჯერებელიც კი არის, რომ ნამდვილად შეიძლება ასეთი ახალგაზრდა რეალურად არსებობდეს.

    გიორგი სერიოზულ იაპონურ კომპანიაში მუშაობს და წარმატებული ადამიანია. თავის საქმეში დიდი პერსპექტივა ელის.

    მადლობა ღმერთს, რომ ლიზას ცხოვრებაში ასეთი ადამიანი არსებობს. მე ლაპარაკიც კი მიჭირს. არც მინდა, რომ ბევრი ვისაუბრო გიორგიზე. ის იმდენად კარგია, რომ ვერაფერს დავამატებ.
    მინდა ორივეს მხოლოდ ბედნიერება და წარმატება ვუსურვო.

    ჯერჯერობით ნიუ-ჯერსიში ცხოვრობენ. თუმცა ახლა მთელი სამყარო მოძრაობს, ერთ წერტილში არავინ ცხოვრობს. ლიზა და გიორგიც იმოძრავებენ. სადაც საქმე ექნებათ, იქ იქნებიან. ვფიქრობ, ზაფხულში ჩამოვლენ..."
    - ამბობს მაია ჯაბუა.

    წყარო: primetime.ge