სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბედნიერების მომტანი ასაკი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ბედნიერების მომტანი ასაკი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ადამიანების ცხოვრების მთავარი მიზანი ბედნიერების გრძნობის მოპოვება და ამით ტკბობაა.ზოგჯერ ეს მარტივას მიიღწევა, ზოგჯერ კი უიღბლო დღეები ერთმანეღს მიჰყვება ხოლმე.ასტროლოგ პაველ გლობას მტკიცებით, ყველაფერი ვარსკვლავების განლაგების ბრალია.ზოგს ეს სასაცილოდაც არ ეყოფა, ზოგს კი პირიქით, სჯერა, რომ ადამიანის ცხოვრება და მისი ეტაპები ციურ სხეულებთანაა დაკავშირებული.

    გთავაზობთ ბედნიერების მომტან წლებს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

    ვერძი

    მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 40, 45, 57, 60, 66 და 76. მოვლენები, რომელიც ამ წლებში მოხდება, შესაძლოა ყველაზე უკეთესი არ იყოს, მაგრამ აუცილებლად განსაზღვრავენ თქვენს ბედს. პერიოდები, 40 წლის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანენ.

    კურო

    ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები: 16, 21, 24, 30, 33, 39, 51, 60 და 64. პერიოდს, დაბადებიდან 30 წლამდე, რთულს უფრო დავარქმევდით. 30 წლის შემდეგ კი ნამდვილი გაფურჩქვნის ხანა დაგიდგებათ.

    ტყუპები

    ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები: 10, 20, 30, 40, 50, 64, 70 და 80. ტყუპებს უხილავი ძალა იფარავს უსიამოვნებებისგან, ამიტომ ძალიან უსიამოვნო პერიოდები არ ჰქონიათ და არც ექნებათ. ცხოვრება მათ სიმშვიდეს ჰპირდება.

    კიბო

    ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები:15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 60 და 75. 30 წლამდე რომანტიზმი ახასიათებთ, შემდეგ კი მათი ემოციური მხარე მშვიდდება.

    ლომი

    ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები:19, 36, 40, 57, 60, 76. ოპტიმიზმი და საკუთარი ძალების რწმენა ეხმარებიან ლომს ღირსეულად გადალახონ ცხოვრების რთული მომენტები.

    ქალწული

    ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები:16, 21, 24, 32, 41, 50. უფრო მეტი ემოცია და სასიამოვნო მოგონებები სამსახურს უკავშირდება. სამუშაომ, შესაძლოა, ისეთი კმაყოფილებაც მოგანიჭოთ, რომელიც ოჯახური ცხოვრების სიამოვნებას არ ჩამოუვარდება.

    სასწორი

    ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები: 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72. სასწორის ცხოვრებაში მომხდარმა მოვლენებმა შესაძლოა მოულოდნელი წარმატება მოიტანოს. მიიღეთ მადლიერებით ყველა დაბრკოლება, რადგან ეს დაბრკოლება შესაძლოა საფეხურად იქცეს, რომელსაც მაღლა აყავხართ.

    მორიელი

    ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები:15, 25, 30, 45, 50, 60, 74. რეკომენდებულია თავისი მშფოთვარე ხასიათი აკონტროლონ. ყველა წინაღობა, რაც გზაზე შეგხვდებათ, თქვენს მიერვე იქნება შექმნილი.

    მშვილდოსანი

    ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები:15, 19, 36, 38, 40, 45, 57, 75. ყოველი განვლილი წელი შეუფასებელ გამოცდილებას გიტოვებთ. ნამდვილად წარმატებული და ბედნიერი ადამიანი ხართ.

    თხის რქა

    ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები:16, 21, 30, 31, 33, 41, 50, 57. დაიმახსოვრეთ ეს თარიღები, სიხარულთან ერთად, შესაძლოა სევდაც მოიტანონ. მზად იყავი და ღირსეულად შეხვდი ცვლილებებს.

    მერწყული

    ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები:12, 22, 24, 32, 42, 48, 50, 64, 72. მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგიის არ გჯერათ, ერთხელაც აღმოაჩენთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას ზემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთ ასაკში მიაღწიეთ.

    თევზები

    ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები:12, 24, 30, 36, 45, 48, 52, 60. ზედმეტად ემოციური ხართ და ეს ხელს გიშლით მომენტებით ტკბობაში. გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს, თუ სულიერად დამშვიდდებით