სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვახტანგ გომელაური პოლიციას მიმართავს-ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია

    ვახტანგ გომელაური პოლიციას მიმართავს-ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიციელებს მიმართა.

    შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა.

    „ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია. გარწმუნებთ, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი შემართებით შევძლებთ ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უფლებებისა და თავისუფლების დაცვას.

    ღირსეულად შეგესრულებინოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები და ყოველი სამუშაო დღის შემდეგ ოჯახებს უსაფრთხოდ, მშვიდობიანად, უვნებელი დაბრუნებოდეთ.“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.