სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ბენედიქტ კამბერბეჩის სახლში მამაკაცი ცივი იარაღით შეიჭრა და მსახიობს დაემუქრა

    ბენედიქტ კამბერბეჩის სახლში მამაკაცი ცივი იარაღით შეიჭრა და მსახიობს დაემუქრა
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნგლისელი კინოს, თეატრისა და ტელევიზიის მსახიობიs, ბენედიქტ კამბერბეჩის სახლში უცნობი მამაკაცი ცივი იარაღით შეიჭრა, ის მსახიობს და მის ოჯახს დაემუქრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    ჯეკ ბისელი, სასტუმრო Beaumont-ის ყოფილი შეფმზარეული, რომელიც ლონდონის პრესტიჟულ მეიფერის რაიონში ცხოვრობს,მსახოიბს დანით თავს დაესხა და მისი სახლის დაწვა სცადა. Daily Mail-ის ცნობით, "შერლოკი"-ს ვარსკვლავის სასახლე ბრიტანეთის დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს. ბისელმა ფეხი ურტყა რკინის ჭიშკარს, კედლიდან ინტერკომი ჩამოგლიჯა და მსახიობს მუქარით დაუყვირა:

    „ვიცი, რომ აქ გადმოხვედი საცხოვრებლად, ვიმედოვნებ ბოლომდე დაიწვება". იმ მომენტში, როდესაც მამაკაცი ეზოში შევიდა, მსახიობი და მისი მეუღლე სახლში იმყოფებოდნენ.

    დამნაშავემ პოლიციის მოსვლამდე მოახერხა კამბერბეჩის სახლის ტერიტორიის დატოვება. ამის მიუხედავად, სამართალდამცველებმა მისი ამოცნობა შეძლეს.