სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სად და რამდენი ხნით შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება

    სად და რამდენი ხნით შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება
    11 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

    კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ელ ივნისს 12:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლუთხუბი, ზანდუკი, კიტოხი, გამსი, მაქართა, ჩოხი, ბახანი, დუმაცხო, თორელაანი, ბაკურხევი, ფახვიჯი, წინა მხარი, დიხჩო, თოთიაურნი და მიმდებარე სოფლებში.

    12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფლებში: აბანოსხევი, ბულაჩაური, ქუბრიაანი, ზემო ბულაჩაური, ქოჩორაანი.

    სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.