სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საქართველოს მოსახლეობამ ევროპული არჩევანი უკვე გააკეთა და ეს არჩევანი გარდაუვალია" - სალომე ზურაბიშვილი

    "საქართველოს მოსახლეობამ ევროპული არჩევანი უკვე გააკეთა და ეს არჩევანი გარდაუვალია" - სალომე ზურაბიშვილი
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ იდგა საქართველოს პრეზიდენტი და სიმბოლურია, რომ მე ვდგავარ აქ ისეთივე ევროპული ამბიციებით, რაც იყო ყოველთვის გამოთქმული, რომ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი და ჩვენ ყოველთვის მივისწრაფოდით ამისკენ,- ასე დაიწყო გამოსვლა ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

    „ჩვენ ახლა გვაქვს მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს ისტორიაში, როცა საქართველოს მთავრობამ და ხალხმა ერთად უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი. საქართველოს მოსახლეობამ ეს მომავალი და ევროპული არჩევანი უკვე გააკეთა და ეს არჩევანი გარდაუვალია გამომდინარე ჩვენი ისტორიიდან და ფასეულობებიდან. მე მივმართავ საქართველოს ხალხს, მე აქ წარმოვადგენ იმ ქვეყანას, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო ორგანოს, რომ გააკეთოს მაქსიმალური იმისთვის, რომ განახორციელოს საქართველოს მოსახლეობის ევროპული არვენი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ამისთვის

    ჩემმა მშობლებმა თავის დროზე, 1921 წელს დატოვეს საქართველო რადგან დევნილი იყვნენ ბოლშევიკების მიერ. მე დავბრუნდი საქართველოში იმისთვის რომ დავეხმარო ჩემს ქვეყანას, რომ შეუერთდეს ევროკავშირს და ამით უზრუნველყოფილი იყოს უკეთესი ევროპული მომავალი.

    როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, სააკაშვილის დროს, მე გავაკეთე ძალიან ბევრი იმისთვის, რომ რუსეთს გაეყვანა სამხედრო ბაზები ჩემი ქვეყნიდან, მაგრამ სამი წლის შემდეგ, რუსებმა ისევ გახსნეს საომარი მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ უნდა დავამყაროთ კავშირი ევროკავშირსა და საქართველოს შორის. მე ვიცი, რომ საქართველოს აქვს ძალიან ბევრი შიდა და გარე გამოწვევები და უნდა გააკეთოს ბევრი იმისთვის რომ ეს გამოწვევები გადალახოს და მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი და მე ამის მჯერა.

    საქართველოს ჰქონდა ძალიან მძიმე ისტორია. ჯერ ცარიზმის ქვეშ, შემდეგ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ქვეშ და დღეს იგივე ხდება უკრაინაში.

    ჩემი ევროპული მოთხოვნა საქართველოსთვის იწყება ჩვენი ევროპული წარსულით. ეს არის ის ფასეულობები, რომელსაც ჩვენ ევროპასთან ვიზიარებთ. ჩვენ ყოველთვის გვინდა ევროპული ცივილიზაცია, ეს იყო ბერძნული და რომაული ცივილიზაცია, რომელმაც დატოვა ძალიან დიდი კვალი ჩვენ მითოლოგიაში. ქრისტიანობა იყო ჩვენი იდენტობის ნაწილი, როგორც ერისა, საქართველო საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა, რათა შეენარჩუნებინა თავის იდენტობა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.