სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სოსო ჯაჭვლიანის რეაქცია მისი გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაციაზე

    სოსო ჯაჭვლიანის რეაქცია მისი გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაციაზე
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2 დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია სოს ჯაჭვლიანის ფოტოები, როგორც იცით მსახიობი და ყოფილი პოლიტიკოსი ავადმყოფობს და ასევე გამოიყურება აღნიშნულ ფოტოებში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გარდაიცვალა. მალევე, მისმა უახლოესმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ საზოგადოებას დადასტურებულად უთხრა, რომ ეს ბოროტი ტყუილი იყო.

    სოსო ჯაჭვლიანი ზარებს არ პასუხობს, თუმცა ჩვენ მის მეგობართან დაკავშირება მოვახერხეთ.

    დავით ლორთქიფანიძე: - სოსო შოკირებული იყო... წარმოუდგენლად განიცადა ეს ყველაფერი, მაგრამ სოსომ ამ დღეებში დაინახა, რაოდენ ჰყვარებია ქართველებს. მხოლოდ ჩემს პოსტს ათასობით გამოხმაურება მოჰყვა, რეკავენ მასთან, შვილებთან, მეუღლესთან...

    გუშინ საღამოს ვესაუბრე და მივხვდი, რომ ამ განწყობებმა გააძლიერა, როგორი სიყვარული ჰქონიათო... ძალიან მადლიერია ყველა კომენტარის ავტორის, რომელიც მის სულსა და სხეულს სალმუნად მოედო. სულ ამბობს, რომ ამ ბრძოლაში იქნება შეუპოვარი და აუცილებლად დაამარცხებს. იმედი გვაქვს, რომ ეს ნამდვილად ასე იქნება.