გასულ დღეს ვანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.
მომხდარ ავარიას 22 წლის გოგიტა ოჩხიკიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაღუპულ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან.
„რატომ გაამწარე ისედაც შვილით გამწარებული საცოდავი შენი ბებია და ბაბუა... რა კარგი ბიჭი ყოფილხარ... როგორ უნდა ანუგეშონ შენი საცოდავი დედა, ღმერთო რატო უშვებ ამდენი ახალგაზრდის სიკვდილს...
ვაიმე შენს თავს და შენს დედას ეს ერთი იმედი ჰყავდი და ისიც რატომ გაუფრინდი...“, - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ბიჭის ახლობლები.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსსკ-ის 276-2 მუხლით დაიწყო.