სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "პრეზიდენტის გამოსვლა ერთი ადგილის ტკეპნა იყო" - თაკო ჩარკვიანი ზურაბიშვილზე

    "პრეზიდენტის გამოსვლა ერთი ადგილის ტკეპნა იყო" - თაკო ჩარკვიანი ზურაბიშვილზე
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თაკო ჩარკვიანი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

    ღა­რი­ბაშ­ვილს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი გა­მოს­ვლა ჰქონ­და, ხოლო პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა ერთი ად­გი­ლის ტკეპ­ნა იყო, არა­ფე­რი ახა­ლი, არა­ნა­ი­რი მოქ­მე­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის „კა­ნო­ნი და სა­მარ­თა­ლი“ ლი­დერ­მა, თაკო ჩარ­კვი­ან­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

    მისი თქმით, თუ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სი­ტყვებს, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ უკ­რა­ი­ნა­ში უთან­ხმო­ე­ბა ნა­ტოს გამო მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სა­ჯა­როდ დაგ­მობ­და, ეს „და­სავ­ლუ­რო­ბის წის­ქვილ­ზე წყლის დას­ხმა იქ­ნე­ბო­და“.

    "ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში უთან­ხმო­ე­ბა ნა­ტოს გა­მოა და ამით ფაქ­ტობ­რი­ვად თქვა ისიც, რომ ნატო არ გვინ­და, ხალ­ხს კი მის­თვის ამის ლე­გი­ტი­მა­ცია არ მი­უ­ცია. ის, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ეს გან­ცხა­დე­ბა და­ეგ­მო, სა­ქარ­თვე­ლოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არ გაჟ­ღერ­დე­ბო­და. რა­ტომ თვლის პრე­ზი­დენ­ტი ასე? პი­რი­ქით, ეს იქ­ნე­ბო­და და­სავ­ლუ­რო­ბის წის­ქვილ­ზე წყლის დას­ხმა. მე ვი­ტყო­დი, რომ ღა­რი­ბაშ­ვილს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი გა­მოს­ვლა ჰქონ­და, ხოლო პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა ერთი ად­გი­ლის ტკეპ­ნა იყო, არა­ფე­რი ახა­ლი, არა­ნა­ი­რი მოქ­მე­დე­ბა.

    პრე­ზი­დენ­ტი რო­მე­ლიც და­სავ­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს პა­ტივს სცემს, ქვეყ­ნის დე­ეს­კა­ლა­ცი­ა­ში უნდა ჩა­ერ­თოს. რა თქმა უნდა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნი­დან სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ზე ცუ­დად ლა­პა­რაკს არა­ვინ და­ი­წყებს, ლან­ძღვას არა­ვინ ითხოვ­და, მაგ­რამ რო­დე­საც მა­ნამ­დე ღიად, და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­თან, მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან გა­ის­მა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ, ამის კრი­ტი­კუ­ლი შე­ფა­სე­ბა სა­ჭი­რო იყო. ღა­რი­ბაშ­ვილს რომ შიგ­ნით, ქვე­ყა­ნა­ში გა­ე­კე­თე­ბი­ნა ეს კო­მენ­ტა­რი, მა­შინ გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და“, - გა­ნა­ცხა­და თაკო ჩარ­კვი­ან­მა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ