სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვინც ჩემზე ქილიკობენ, ნაძვის ხეზე ჩამოკიდებულ სათამაშოებს მახსენებენ" - გია მურღულია ტელეპროექტში მისი მონაწილეობის შემდეგ აგორებულ კრიტიკას ეხმაურება

    "ვინც ჩემზე ქილიკობენ, ნაძვის ხეზე ჩამოკიდებულ სათამაშოებს მახსენებენ" -  გია მურღულია ტელეპროექტში მისი მონაწილეობის შემდეგ აგორებულ კრიტიკას ეხმაურება
    3 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ფი­ლო­ლო­გი, პე­და­გო­გი გია მურ­ღუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა აჟი­ო­ტაჟს, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ტე­ლეპ­რო­ექ­ტში მის გა­მო­ჩე­ნას მოჰ­ყვა. მისი თქმით, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მას­ზე ქი­ლი­კო­ქე­ბენ, "ნაძ­ვის ხეზე ჩა­მო­კი­დე­ბულ სა­თა­მა­შო­ებს აგო­ნებს".

    ცნო­ბის­თვის, სა­უ­ბა­რია პრო­ექ­ტზე "ვინ ვინ არის", სა­დაც მას მგლის ნი­ღა­ბი ჰქონ­და მოხ­სნი­ლი. გუ­შინ­დე­ლი ნომ­რის შემ­დეგ ნიღ­ბის მოხ­სნა მო­უ­წია. მის გა­მოს­ვლას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა.
    "ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტში "ვ ი ნ ვ ი ნ ა რ ი ს" ჩემს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე ღვარ­ძლი­ა­ნად ქი­ლი­კე­ბენ (ცო­ტა­ნი, მაგ­რამ ასე­თე­ბიც არი­ან - ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფერ­ში ცუ­დის და­ნახ­ვა­ზე რომ და­ოს­ტატ­დნენ), ძა­ლი­ან მა­ცი­ნე­ბენ და, რა­ტომ­ღაც, ნაძ­ვის ხეზე ჩა­მო­კი­დე­ბულ სა­თა­მა­შო­ებს მახ­სე­ნე­ბენ.

    მად­ლო­ბა ღმერ­თს, დიდი ხა­ნია თა­ვად ვწყვეტ, რა ვი­ფიქ­რო, რა ვთქვა და რო­გორ მო­ვიქ­ცე - გა­ა­ვე­ბულ ხელ­მო­ცა­რულ­თა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არ მჭირ­დე­ბა.

    მას­წავ­ლე­ბე­ლი ვე­რა­ვის მტე­რი ვერ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ უფ­ლე­ბას და­ვი­ტო­ვებ, ასე­თე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად და­ვი­ვი­წყო - მათ­ზე ფიქ­რის დრო არ მაქვს. შე­იძ­ლე­ბა თა­ვად ვერც ხვდე­ბო­დეს, მაგ­რამ მარ­თლა ცოდ­ვა და უბე­დუ­რია ის ადა­მი­ა­ნი, ვი­საც მოყ­ვა­სის ღი­მი­ლი აღი­ზი­ა­ნებს" - წერს მურ­ღუ­ლია.

    "ვინც ჩემზე ქილიკობენ, ნაძვის ხეზე ჩამოკიდებულ სათამაშოებს მახსენებენ" -  გია მურღულია ტელეპროექტში მისი მონაწილეობის შემდეგ აგორებულ კრიტიკას ეხმაურება