სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სპალეტი „ნაპოლის“ ფეხბურთელებს გამოსამშვიდობებელ საჩუქრებს უმზადებს

    სპალეტი „ნაპოლის“ ფეხბურთელებს გამოსამშვიდობებელ საჩუქრებს უმზადებს
    10 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი ნეაპოლელთა თავკაცის პოსტს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. „პარტენოპეი“ იტალიელი სპეციალისტის შემცვლელს ეძებს, ლუჩანომ კი გადაწყვიტა ფეხბურთელებს გამოსამშვიდობებელი საჩუქარი გაუკეთოს.

    Tuttonapoli-ის ინფორმაციით, სპალეტი ცნობილ მეთოჯინეს, მარკო ფერინოს დაუკავშირდა და პულჩინელას (იტალიური ნიღბების კომედიის პერსონაჟი, ხუმარა.) ხის ფიგურების დამზადება დაუკვეთა. ყველა პულჩინელა „ნაპოლის“ სათამაშო ფორმაში იქნება გამოწყობილი და თითოეული ფეხბურთელი სპეციალურად მისთვის დამზადებულ ფიგურას (მათი ნომერი და გვარი იქნება გამოსახული) მიიღებს.