სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “აეროპორტიდან პირდაპირ სტუდიაში“ – ნუცა ბუზალაძე საქართველოში დაბრუნდა

    “აეროპორტიდან პირდაპირ სტუდიაში“ – ნუცა ბუზალაძე საქართველოში დაბრუნდა
    10 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნუცა ბუზალაძე აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა. მომღერალს აეროპორტში გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

    „ჩემი ემოციები ალბათ ყველამ ნახა ეკრანზე, რა დღეშიც ვიყავი. ზოგადად, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. კარგი იყო, მაგრამ ასევე რთული გზაც. იმ ადამიანების ყურება, რომლებსაც მთელი ბავშვობა ვუყურებდი და ვუსმენდი, მათზე გავიზარდე, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი წარმატება იყო. 3 კვირაში დავბრუნდები უკან, ალბომი უნდა ჩავწერო.“ - თქვა მომღერალმა.

    საქართველოში დაბრუნებული ნუცა აეროპორტიდან პირდაპირ ხმის ჩამწერ სტუდიაში მივიდა. სტუდიიდან მომღერალი ფოტოსაც აქვეყნებს:

    ცნობისთვის, ნუცა ბუზალაძე ბათუმში 3 ივნისს კონცერტს გამართავს.

    “აეროპორტიდან პირდაპირ სტუდიაში“ – ნუცა ბუზალაძე საქართველოში დაბრუნდა